ფულადი წახალისების ამოქმედებიდან ერთ თვეში 50-დან 60 წლამდე ასაკის რამდენი ადამიანი აიცრა ე.წ. ბუსტერ დოზით? | Allnews.Ge

ფულადი წახალისების ამოქმედებიდან ერთ თვეში 50-დან 60 წლამდე ასაკის რამდენი ადამიანი აიცრა ე.წ. ბუსტერ დოზით?

ფულადი წახალისების ამოქმედებიდან ერთ თვეში ე.წ. ბუსტერ დოზით 50 წლიდან 60 წლამდე ასაკის 17 850 მოქალაქე აიცრა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

რაც შეეხება 60 წელს მოქალაქეების „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, წახალისების დაწყების შემდეგ ამ ასაკობრივ კატეგორიაში დამატებითი დოზა 134 153 პირმა გაიკეთა.

„წახალისება იანვარში დავიწყეთ. 1-ელი იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით დღიური საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 510 - 50-დან 60 წლამდე მოქალაქეებში. 60 წელს ზემოთ წახალისება კი ნოემბერში დავიწყეთ და თებერვლამდე 134 153 მოქალაქე აიცრა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.