"112 სამ არხად დაიყო" - რა ნომრებზე უნდა დარეკოთ სასწრაფოს გამოძახებისთვის, Covid-19-თან დაკავშირებით და პოლიციასა და სახანძროსთან დასაკავშირებლად? | Allnews.Ge

"112 სამ არხად დაიყო" - რა ნომრებზე უნდა დარეკოთ სასწრაფოს გამოძახებისთვის, Covid-19-თან დაკავშირებით და პოლიციასა და სახანძროსთან დასაკავშირებლად?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი "112“კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი "112“-ში მო­სახ­ლე­ო­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

"112 პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის პრო­ცეს­ში და გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რათა თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ დრო­უ­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს.

112-ში, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 35%-მდე არა­მიზ­ნობ­რი­ვი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის ზარი ფიქ­სირ­დე­ბა, რაც აფერ­ხებს მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს.

გთხოვთ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა­მიზ­ნობ­რი­ვად არ დარ­ე­კოთ 112-ზე.

გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვი­სას, შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­კავ­ში­რე­ბის­თვის 112 და­ი­ყო სამ არ­ხად:

  • 112 - სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა
  • 112 1 - პო­ლი­ცია და სა­ხან­ძრო სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი
  • 112-2 - Covid -19

Covid-19-ის ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია დარ­ე­კოს 112-2-ზე ან და­რე­გის­ტრირ­დეს პორ­ტალ­ზე: https://er.moh.gov.ge/

112-ის მიერ, Covid-19 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­დგო­მი მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის გა­და­ე­ცე­მა ოჯა­ხის ექი­მებს.

თუ 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­გი­კავ­შირ­დათ ოჯა­ხის ექი­მი შე­გიძ­ლი­ათ დარ­ე­კოთ ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ცხელ ხაზ­ზე - 1522, ხოლო კერ­ძო და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.