"თაღლითი რომეო" - გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული მოჰპარა და გამდიდრდა
"თაღლითი რომეო" - საიმონ ლევიევი 31 წლის მდიდარი მამაკაცია, რომელიც "ლამბორჯინს" ფლობს, კერძო თვითმფრინავით დაფრინავს და იახტაზეც ატარებს დროს. იტყუება, რომ ბრილიანტებით მოვაჭრეა, სოციალურ მედიაში ატვირთულ ფოტოებზე მდიდრულ გარემოში, დიზაინერების ტანსაცმელში გამოწყობილი პოზირებს.
საქმე ისაა, რომ ლევიევი თაღლითობის გზით გამდიდრდა: უამრავი ქალი ჰყავს მოტყუებული და სწორედ მათთვის გამორთმეული ფულით გახდა მდიდარი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი თაღლითობის ამბავი მთელს ევროპაშია ცნობილი, ეს ხელს დიდად არ უშლის. ახლა ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელიც ისრაელიდანაა და მოდელია.
თაღლითობის გამო გარკვეული პერიოდი პატიმრობაშიც კი იყო, ციხიდან ახლახანს გამოვიდა და სოციალურ ქსელშიც კვლავ დაიწყო აქტიურობა.
ლევიევის თაღლითობის ამბებმა "ნეტფლიქსის" ყურამდეც მიაღწია და მის "საგმირო" საქმეებს დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს. შოუში ლევიევის სამმა მსხვერპლმა გულახდილად ილაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე და როგორ ნანობდნენ ჯერ მასთან შეხვედრაზე დათანხმებას და შემდგომ მის ტყუილებზე წამოგებას.
ლევიევი გაცნობის საიტ "თინდერის" პროფილით ირწმუნებოდა, რომ ბრილიანტით მოვაჭრეა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ფული, რომელსაც პაემნებზე ხარჯავდა, რეალურად, თაღლითური გზებით, სხვა ქალებისთვის ჰქონდა გამორთმეული.
როცა ის მსხვერპლს იპოვიდა, ატყუებდა, რომ საფრთხის ქვეშ იყო, ან ეუბნებოდა, რომ ძალაუფლების მქონე მტრებმა საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მსხვერპლი ქალები მის დასახსნელად, წლების განმავლობაში დაგროვებულ თანხებს იმეტებდნენ, ან საბანკო სესხს იღებდნენ.
საერთო ჯამში, მას დაახლოებით 7.4 მილიონი ფუნტი აქვს ქალებისთვის დაცინცლული. განაგრძეთ კითხვა