მიხეილ სააკაშვილი - ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო, კომუნალურები ორჯერ რომ გაძვირდა და კომბოსტო სამჯერ, სააკაშვილის ბრალიაო | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო, კომუნალურები ორჯერ რომ გაძვირდა და კომბოსტო სამჯერ, სააკაშვილის ბრალიაო

მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, მასთან 5 კვირის განმავლობაში არ უშვებენ პირად ექიმს და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო შესაბამისი პროცესები და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა მის წამებაში, გადაეცემა საერთაშორისო ძებნაში.

„მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახეთ სტილისტი ციხეში, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირა ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველ დღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან, „პარიკმახერი“ შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, იმ პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესი. ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, იმიტომ, რომ ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს.

მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, ვერ ეღირსები იმას, რომ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრება არ მქონდეს, ეს ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, თუ არ იქნა ადეკვატური მკურნალობის საშუალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით, ლეტალურით, როგორც დამთავრდება, მაგრამ პასუხისმგებლობა და მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება, იმიტომ, რომ უკრაინის პროკურატურამ პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში და ვეღარც თურქეთში ვეღარ წახვალთ, ანტალიაში დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა, მანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.