როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი შვი­ლე­ბია, თუმ­ცა კა­რი­ე­რა­საც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ­ბობს, რომ და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად ცდი­ლობს სამ შვილ­თან მეტი დრო გა­ა­ტა­როს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი მე­უღ­ლეს, ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს და­შორ­და და ამ­ჟა­მად შვი­ლებ­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობს.

wilosani-62962-1643949699.jpg

სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­შია მო­წყო­ბი­ლი და რო­გორც დე­პუ­ტა­ტი ჰყვე­ბა, რე­მონ­ტსა და თი­თო­ე­უ­ლი დე­კო­რა­ცი­ის შექ­მნა­ში თა­ვად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ამ სახ­ლში და­ი­ბა­და მა­რი­ა­მი. შე­სა­ბა­მი­სად, 11 წლის წინ და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი დე­კო­რა­ცია ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

tsilosanisaxlisf-65947-1643949717.jpg

სახ­ლი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­ში მაქვს მო­წყო­ბი­ლი. ან­ტიკ­ვა­რე­ბი და ასე შემ­დეგ არ მიყ­ვარს, მაგ­რამ კა­რა­დებ­ში არის დე­და­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი ჭურ­ჭე­ლი. ეს ჭურ­ჭე­ლი არ არის საგ­ვა­რე­უ­ლო. პე­რი­ო­დუ­ლად მიგ­რო­ვებს ხოლ­მე ან თა­ვი­სას მაძ­ლევს.

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­წევს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ ხდე­ბა, რად­გან მინ­და შვი­ლე­ბი და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს მო­ვა­შო­რო. ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუყ­რებთ ფილ­მებს, რო­მელ­საც ერ­თად შე­ვარ­ჩევთ.

tsilosanisaxlisfd-65974-1643949739.jpg

tsilosanisaxli-65937-1643949750.jpg

აქ მაქვს ფო­ტე­პი­ა­ნოც, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის­თვის არის. თე­მოს ძა­ლი­ან უყ­ვარს დაკ­ვრა, თვით­ნას­წავ­ლი პი­ა­ნის­ტია.

თემო არის 19 წლის, სწავ­ლობს ბრი­ტა­ნეთ­ში. ნი­კო­ლო­ზი არის 15 წლის, არის კალთბურ­თე­ლი, თა­მა­შობს ბას­კო­ნი­ის გუნდში და მა­რი­ა­მი არის 10 წლის. ერთი გოგო გვყავს სახ­ლში და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ. განაგრძეთ კითხვა

myquiz