მილიონები უცხოურ ბანკებში, Tesla, PORSCHE და ქველმოქმედებაზე დახარჯული 330 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახი | Allnews.Ge

მილიონები უცხოურ ბანკებში, Tesla, PORSCHE და ქველმოქმედებაზე დახარჯული 330 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა მერის ქონება 1 წელიწადში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნულ, გასულ წელს კალა კალაძემ შეიძინა: მსუბუქი ავტომობილი PORSCHE 911, რაშიც 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ასევე, მოტოსატრანსპორტო საშუალება BRP mav max, რომლის ღირებულება 20 000 აშშ დოლარია. ხოლო მისმა მეუღლემ Tesla model 3-ში 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა 2021 წელს ქველმოქმედებაზე 330 000 ლარი დახარჯა, ხოლო შემოწირულობის სახით - 50 810 ლარი.

რაც შეეხება კალაძის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, მის მფლობელობაშია: სამტრედიაში 2 არასაცხოვრებელი ფართი , რომელშიც ჯამურად 610 000 აშშ დოლარი გადაიხადა, 207, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მემკვიდრეობა). მას ეკუთვნის ასევე 2 ბინა უკრაინაში, რომელთა ღირებულება ჯამურად 850 000 აშშ დოლარს შეადგენს.

-0:05 კახა კალაძის საკუთრებაშია თბილისში 3 ავტოფარეხი (240 549 აშშ დოლარი), ასევე, ამავე ტერიტორიაზე 2 ბინა რომელთა ჯამური ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მესამე ბინა თბილისში ჩუქებით გადაეცა, ხოლო მეოთხე საცხოვრებელი, ჭავჭავაძეზე, 71 280 ლარად შეიძინა.

დოკუმენტის მიხედვით, კალაძეს ეკუთვნის ასევე 4 მიწის ნაკვეთი, თბილისის და წყნეთის ტერიტორიაზე. განაგრძეთ კითხვა