"სკოლები უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე, სკოლები არის ვირუსის გავრცელების ნომერ პირველი ნიადაგი" - დევი ტაბიძე | Allnews.Ge

"სკოლები უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე, სკოლები არის ვირუსის გავრცელების ნომერ პირველი ნიადაგი" - დევი ტაბიძე

რო­დე­საც "ომიკ­რო­ნი“ მომძლავ­რდა, შევ­თა­ვა­ზე ვერ­სია, რომ 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლე­ბი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა, დევი ტა­ბი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის "პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და“.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ბავ­შვებ­ში ვრცელ­დე­ბა.

"ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სა­დაც დღეს არის "ომიკ­რო­ნი“, ბავ­შვებ­მა მო­ი­ტა­ნეს, რად­გან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­დას­დე­ბენ ხოლ­მე. სკო­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ვი­დეს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე - ესეც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად ხდე­ბა. სკო­ლე­ბი არის ნო­მერ პირ­ვე­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­ა­და­გი იმის, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან კო­ვიდ­პას­პორ­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"თა­ვი­დან­ვე კო­ვიდ - პას­პორ­ტის სა­კი­თხი სწო­რად არ იყო და­გეგ­მი­ლი. და­ი­ხარ­ჯა ძა­ლი­ან ბევ­რი ფული თუნ­დაც აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს ებ­მის და მი­ვე­დით იქამ­დე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვი­საც უნდა და ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, იმან მოს­თხო­ვოს მო­სახ­ლე­ო­ბას კო­ვიდ-პას­პორ­ტი - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­კეთ­და კი­დეც.

ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ზე დღეს მო­დის - ვგუ­ლის­ხმობ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დღეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლე­ბი იმის ხარ­ჯზე, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­ვი­და პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ზე, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 2500 გა­დამ­ზა­დე­ბულ ექიმს გუ­ლის­ხმობს და 100-მდე ონ­ლა­ინ კლი­ნი­კაა. ვხე­დავთ, რომ მარ­თვა­ში ცოტა არ იყოს მო­ვი­კოჭ­ლებთ, თუნ­დაც ის, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი და პა­სუ­ხი გვი­ან­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დევი ტა­ბი­ძემ.

myquiz