თავის ტკივილის ხუთი ნიშანი, რომელთა დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს | Allnews.Ge

თავის ტკივილის ხუთი ნიშანი, რომელთა დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

ბრიტანელმა ნევროლოგმა მოჰან სეკერამ დაასახალა თავის ტკივილის რიგი ნიშნები, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან სასწრაფო ვიზიტი.

ხანგრძლივი თავის ტკივილის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს პაციენტის ცხოვრების წესი: ცვლებში სამსახური, ღამის აქტიურობა, ყავის ჭარბად მიღება, კომპიუტერთან მუშაობისას კუნთოვანი შებოჭილობა - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს თავის ტკივილის პოტენციური გამომწვევი. ამას გარდა, ის შეიძლება განვითარდეს სტრესის ან ძილის დარღვევის დროს, ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში.

არსებობს ხუთი ძირითადი ნიშანი, რომელიც სპეციალისტის გადაუდებელ კონსულტაციას მოითხოვს.

როდესაც თავის ტკივილისას აღინიშნება:

  • არამკაფიო მხედველობა ან თვალებში გაორება,
  • ღებინება,
  • კისრის კუნთების რიგიდობა და მაღალი ტემპერატურა,
  • თავის დაძაბულობა იწვევს უძილობას,
  • თავის ტკივილი ძლიერდება, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები კი არაეფექტურია.

ნებისმიერი ჩამოთვლილი შეიძლება მეტყველებდეს სერიოზულ შინაგან პათოლოგიაზე, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს.