"შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა" - თენგიზ ცერცვაძე | Allnews.Ge

"შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა" - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბის არა­ოპ­ტი­მა­ლუ­რო­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ გამ­ხდა­რა.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ - ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრო­ცე­სი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ყვე­ლა ოპო­ნენ­ტი, ვინც შე­მე­და­ვა, შემ­დეგ უკან და­ი­ხია ან სა­ერ­თოდ თავი აა­რი­და დე­ბა­ტებს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ყვე­ლა ეტაპ­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რად ხდე­ბო­და. არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის არა­ოპ­ტი­მა­ლუ­რო­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ გამ­ხდა­რა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, პან­დე­მი­ის მარ­თვი­სას ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში შეც­დო­მე­ბი იყო.

"შეც­დო­მე­ბი იყო და ხე­ლი­დან გაგ­ვექ­ცა ზო­გა­დად, პან­დე­მი­ის მარ­თვა, მაგ­რამ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ იყო არა­ოპ­ტი­მა­ლუ­რი, კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა. ცუდი მკურ­ნა­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ არა მხო­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი რი­ცხვი იქ­ნე­ბო­და, არა­მედ ავად­მყო­ფებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი და ჩვენ­თან არ­ცერ­თხელ არ ყო­ფი­ლა ეს 1,5-ზე მეტი“,-გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, ძა­ლი­ან მალე და­ი­დე­ბა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ კლი­ნი­კას რამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლი ჰქონ­და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ით.

"ახალ­მა მი­ნის­ტრმა და­ი­წყო შეს­წავ­ლა, შე­დე­გე­ბი და დას­კვნა და­ი­დე­ბა, ვის რამ­დე­ნი ჰქონ­და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რომ ავი­ღოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6-7% იყო, მსოფ­ლი­ო­ში 10-11%, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ჩვენ არ გვქო­ნია თუნ­დაც შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია სხვებ­ზე უა­რე­სი“,-გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბი კლი­ნი­კებს დრო­უ­ლად არ მი­მარ­თა­ვენ, რაც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

"ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სიკ­ვდი­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია მო­სახ­ლე­ო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი სახ­ლში რჩე­ბი­ან იმის იმე­დით, რომ გა­ნი­კურ­ნე­ბი­ან“,-გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა, დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ან ოჯა­ხის ექიმს.

"უდი­დე­სი თხოვ­ნაა, ნუ ელო­დე­ბით დამ­ძი­მე­ბას. ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტმა, ვი­საც გაქვთ მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კი, ასე­თია 60 წელს ზე­ვით ასა­კი, თან­ხლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან უკვე და­გიმ­ძიმ­დათ პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში და­ა­ვა­დე­ბა. დამ­ძი­მე­ბა უნდა შე­ა­ფა­სოთ შემ­დეგ­ნა­ი­რად: თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა გრძელ­დე­ბა 3 დღე­ზე მეტი და სი­ცხის დამ­წე­ვებს არ ემორ­ჩი­ლე­ბა, ძი­რი­თა­დი ნი­შა­ნი არის სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და სა­ტუ­რა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა. თუ თქვენ გაქვთ დამ­ძი­მე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ან ამის რის­კი არ­სე­ბობს, მოგ­ვმარ­თეთ პირ­ვე­ლი 8-10 დღის მან­ძილ­ზე. ნუ მო­ი­მი­ზე­ზებთ "ომიკ­რონს“, დღეს 3 ათა­სი სა­წო­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და თუ სა­ჭი­რო გახ­და, კი­დევ ვი­პო­ვით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

myquiz