რომელმა სამინისტრომ გასცა ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი პანდემიურ 2020 წელს? | Allnews.Ge

რომელმა სამინისტრომ გასცა ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი პანდემიურ 2020 წელს?

პანდემიურ 2020 წელს სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით ჯამურად 248,8 მლნ ლარი გაიცა. მათ შორის, ყველაზე მეტი დანამატი, კერძოდ, 80,5 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სახელმწიფო უწყებებმა სახელფასო დანამატის სახით 234,5 მლნ ლარი გასცეს.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული დანამატების შესახებ:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1 მლნ ლარი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 91 185 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია -316 477 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 31 650 ლარი
  • ფინანსთა სამინისტო -2,8 მლნ ლარი

განაგრძეთ კითხვა