"სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს... ქირის 300 ლარს მთავრობა უხდიდა" - ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები? | Allnews.Ge

"სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს... ქირის 300 ლარს მთავრობა უხდიდა" - ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები?

გლ­დან­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით შა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 32 წლის ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი - 6 წლის მა­რი­ამ შა­ნი­ძე, 5 წლის და­რე­ჯან შა­ნი­ძე და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით სამი დღის წინ მოხ­და და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ბი­ნა­ში დღეს ნა­ხეს.

"ამ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ვარ. ჩემი ახ­ლო­ბე­ლი წინა კვი­რას შემ­ხვდა - მი­თხრა, გლ­დან­ში ქი­რით გა­დავ­დი­ვართ, 300 ლარს მთავ­რო­ბა გვიხ­დის და 200 ლარი ჩვენ უნდა და­ვა­მა­ტო­თო. რო­გორც მი­თხრა, აქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბო­და. რო­გორც გა­ვი­გე, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სამი დღის წინ მოხ­და", - აცხა­დებს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

143508669-2869669023306982-4243212333113732054-n-77145-1643527500.jpg

რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის კი­დევ ერთ ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"რუს­კა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გოგო იყო, ბევ­რი ტან­ჯვა აქვს გა­მოვ­ლი­ლი... ის და მისი ოჯა­ხი ქი­რით ცხოვ­რობ­და და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ირ­ჩენ­და თავს. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ისე მატ­კი­ნეს გული...." - გვი­თხრა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

137587309-2858572607749957-4449673050131524813-n-77167-1643527575.jpg

მა­რი­ა­ნა და და­რე­ჯან შა­ნი­ძე­ე­ბი და მათი ძმა, და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი

თბი­ლი­სი ენერ­ჯის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას გა­ზ­ქუ­რის ღუ­მე­ლი ღია და ან­თე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ.

"დღეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. გლ­და­ნის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი და 2 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას მათ გა­ზ­ქუ­რის ღუ­მე­ლი ღია და ან­თე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ.

უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით გა­ზ­ქუ­რის და მისი ღუ­მე­ლის გათ­ბო­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს ბი­ნა­ში CO-ს დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოა.

ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­და. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკვე და­ზუს­ტე­ბით გვექ­ნე­ბა პა­სუ­ხი მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

გთხოვთ, არ გა­რის­კოთ თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლით, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ აკ­რძა­ლულ და­ნად­გა­რებს და გა­ზ­ქუ­რას გა­სათ­ბო­ბად. და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი“, - ნათ­ქვა­მია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.