"გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი " - რატომ დაუპირისპირდნენ ფხაკაძე და გიორგი ღოღობერიძე ერთმანეთს? | Allnews.Ge

"გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი " - რატომ დაუპირისპირდნენ ფხაკაძე და გიორგი ღოღობერიძე ერთმანეთს?

ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე­სა და ჯან­დაც­ვის ექ­სპერტ გი­ორ­გი ფხა­კა­ძეს შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძემ ლა­ი­ვი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ომიკ­რო­ნის შე­სა­ხებ და­მა­ი­მე­დებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და და ამ­ბობ­და, რომ 2022 წლის­კენ შე­საძ­ლოა კო­ვი­დი ისე აქ­ტი­უ­რად აღარც ვახ­სე­ნო­თო.

ლა­ი­ვი პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ გა­ი­ზი­ა­რა და კო­ლე­გა გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია იყო მცდა­რი:

"რე­ზი­დენ­ტებს ბევ­რი ეპა­ტი­ე­ბათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ როცა ექი­მის ლი­ცენ­ზი­ას აი­ღებ, ეს უკვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა, რაც ახლა ვნა­ხე… იმე­დია, ვცდე­ბი… არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა ჩა­მიგ­დო ეს ლინ­კი. კო­ვი­დი არის გა­ცი­ე­ბა?! პოს­ტკო­ვი­დი სად არის? სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ზღაპ­რებ­ზე რა­ტომ გა­დავ­დი­ვართ?! მოკ­ლედ, რა… დღეს და­ზუს­ტე­ბით არა­ფე­რი ვი­ცით ამ ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის შე­სა­ხებ. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა 2-3 კვი­რა­ში, ისიც ნა­წი­ლობ­რივ, ვაქ­ცი­ნე­ბის კუ­თხით. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის misleading (მცდა­რი). იქ­ნებ კლი­ნი­კურ სა­კი­თხებს მივ­ხე­დოთ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას ამ ეტაპ­ზე თავი ავა­რი­დოთ.

ყვე­ლას გვაქვს ჩვენს (სა­მე­დი­ცი­ნო) სფე­რო­ში ლი­ცენ­ზი­ე­ბი და მივ­ყვეთ ჩვენს დარ­გს…ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გის აქ­ტი­უ­რო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ სჯობს, ჯერ და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას…ექი­მი სა­უბ­რობ­დე პან­დე­მი­ა­ზე და არ ახ­სე­ნო ვაქ­ცი­ნა­ცია?! ეს, უბ­რა­ლოდ, ეთი­კის სა­კი­თხია. სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კა და და­უ­წე­რე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კო­დექ­სი არას­დროს არ უნდა და­ვარ­ღვი­ოთ.

P.S. ახლა და­მე­სე­ვი­ან ფანკლუ­ბის წევ­რე­ბი …” - ამ­ბობ­და გი­ორ­გი ფხა­კა­ძე.

დღეს, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა მო­რი­გი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, მისი თქმით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 37%-ში სპერ­მის ხა­რის­ხი მცირ­დე­ბა და გამ­რავ­ლე­ბის პრობ­ლე­მას ქმნის. "ეს არის მწა­რე ფაქ­ტი", - წერს ის.

ამის შემ­დეგ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კიდევ ერთი პოს­ტი და­წე­რა.

"აი, რა უნდა ელა­პა­რა­კო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დღე­ში 7-ჯერ ცვლის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, აქე­დან 90% მტკნა­რი ტყუ­ი­ლია და თან სა­კუ­თარ თავს ექ­სპერტს ეძა­ხის.

გი­ორ­გი ფხა­კა­ძე არის მე­დი­ცი­ნის სირ­ცხვი­ლი და იმის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, თუ რო­გო­რი არ უნდა იყოს ექი­მი.

მას თუ ჰგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის და­ცინ­ვა შე­უძ­ლია, ცდე­ბა. სა­კად­რის პა­სუხს ჩვენ­გა­ნაც მი­ი­ღებს და ხალ­ხის და­პა­ნი­კე­ბას შე­ეშ­ვას, სა­სა­ცი­ლო ხდე­ბა...“ - წერს ღო­ღო­ბე­რი­ძე.