წამალი, რომელიც პანდემიას დაამარცხებს- ევროპის წამლის სააგენტომ "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებს რეკომენდაცია გაუწია
ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებს Paxlovid-ს რეკომენდაცია გაუწია, რომელიც მოზრდილებში ვირუსის მძიმე მიმდინარეობის სამკურნალოდ გამოიყენება.
კომპანიის კვლევების თანახმად, Paxlovid -ის ეფექტურობა დაახლოებით 90 %-ია. ამავე კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტურობას ინარჩუნებს კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.
პრეპარატი ორ ნივთიერებას შეიცავს - ნირმატრელვირსა და რიტონავირს. პირველი - ეს არის ტაბლეტის აქტიური ნივთიერება, რომელიც ვირუსის გავრცელების ბლოკირებას ახდენს.
Paxlovid-ის მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სახლში მკურნალობის დროსაც. ის პირველი წამალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტირებული ფორმით, რომლის გამოყენებაზეც ევროკავშირში რეკომენდაცია გაიცა.