"სხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ომიკრონი" მიმდინარე სეზონური გრიპია" - ჯანდაცვის მინისტრი | Allnews.Ge

"სხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ომიკრონი" მიმდინარე სეზონური გრიპია" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას იწყებს და სპე­ცი­ა­ლურ რგო­ლებს და­ამ­ზა­დებს, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის წე­სებს გა­აც­ნობს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, „ომიკ­რო­ნი“ სე­ზო­ნურ გრი­პად გა­და­იქ­ცე­ვა.

"ვა­პი­რებთ სა­რეკ­ლა­მო, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია გა­ვა­კე­თოთ, თუ რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლონ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში "ომიკ­რო­ნის“ დროს. რო­გორც ვხე­დავთ და სხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც აჩ­ვე­ნა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნუ­რი გრი­პი. ის ასეთ გრი­პად გა­და­იქ­ცე­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­კურ­ნა­ლონ და მივ­ცეთ მათ სწო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლონ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. ხოლო იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ან მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უკვე ვთა­ვა­ზობთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა, იქაც მაქ­სი­მა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­ვუ­წევთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ექი­მე­ბის ოდე­ნო­ბას, ბოლო ერთ კვი­რა­ში და­ვა­მა­ტეთ დიდი ოდე­ნო­ბა ოჯა­ხის ექი­მე­ბი­სა, რათა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ონ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ასე­ვე, ქოლ­ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რე­ბი და­ვა­მა­ტეთ და ამა­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოლო კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი და რე­ზი­დენ­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.