29 იანვარს შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს- როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი? | Allnews.Ge

29 იანვარს შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს- როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი?

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში დღეს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

myquiz