„ომიკრონს“ ადამიანის კანზე გადარჩენა უფრო დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი- რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა | Allnews.Ge

„ომიკრონს“ ადამიანის კანზე გადარჩენა უფრო დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი- რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა

კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. იაპონელი მეცნიერების თქმით,

მათ არაერთი ლაბორატორიული ცდა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ახალ შტამს გავრცელების უნარი დროის გაცილებით მოკლე შუალედში ჰქონდა. შედარებისთვის, კორონავირუსის „ალფა“ ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია, „ბეტასი“ 191, „გამა“ ვარიანტი 156 საათს ცოცხლობს, „დელტა“ კი- 114 საათი.

იაპონელი მეცნირები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია.

Euronews-ის ინფორმაციით, „ომიკრონ“ ვარიანტი ზოგიერთ ქვეყანაში დომინანტური შტამი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ფინეთში ინფიცირებულთა 99.9%-ს ომიკრონ შტამი აღმოაჩნდა, ბელგიაში კი 99.7%.

myquiz