რა შეიძლება იყოს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი | Allnews.Ge

რა შეიძლება იყოს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი

ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, ორგანიზმში B12 ვიტამინის უკმარისობა იწვევს მთელ რიგ დაავადებებს, მათ შორის: დეპრესიას, ანემიას, ასევე მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვას.

მეცნიერთა თქმით, ადამიანში დემენციის განვითარებასა და ვიტამინების დეფიციტს შორის პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ ამ ვიტამინის ნაკლებობისას, ბევრი პაციენტი უჩივის ტვინის მუშაობის გაუარესებას. რისკის ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ხანდაზმული ადამიანები და ვეგეტარიანელები.

თუ არ ვუმკურნალებთ B12 ვიტამინის დეფიციტს, ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს სერიოზული, შეუქცევადი დაზიანებები. განსაკუთრებით: თავის ტვინსა და ნერვულ სისტემაში. ეს მდგომარეობა ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს.

В12 ვიტამინს შეიცავს: ყველი, კვერცხი, თევზი, რძე, ხორცი. პაციენტებს ვიტამინი ენიშნებათ ტაბლეტების ან ინექციის სახით. მეცნიერები ვეგეტარიანელებს ურჩევენ ყურადღება გაამახვილონ მცენარეული რძის ზოგიერთ სახეობასა და ვიტამინებით გამდიდრებულ მშრალ საუზმეზე.

mkurnali.ge

myquiz