რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ ბანანს? - რჩევები ექსპერტებისგან | Allnews.Ge

რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ ბანანს? - რჩევები ექსპერტებისგან

ბანანის ყოველდღიურად მირთმევასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს პროდუქტი საზიანოა და საშიშიც კი, დიდი რაოდენობით მიღებისას. სად არის სიმართლე? ამ საკითხს დიეტოლოგები შეეხნენ და ისაუბრეს ადამიანის ორგანიზმისთვის ბანანის სარგებლობაზე.

ეს ხილი ყოველდღიურ რაციონში აქტიურად ჩავრთეთ, ვიყენებთ დესერტად, საუზმად თუ საჭმელად. მაგრამ შეიძლება თუ არა ყოველდღე ბანანის ჭამა?

ყოველდღე ბანანის ჭამა ცოტათი გაგაბედნიერებთ, ტრიპტოფანის წყალობით. ეს ამინომჟავა გარდაიქმნება სეროტონინად, ბედნიერების ჰორმონად. ძილის გაუმჯობესება, ნერვული სისტემის ნორმალიზება, ფიზიკურ და მორალურ კეთილდღეობაზე დადებითი გავლენა - ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია სეროტონინი. ტყუილად არ არის, რომ ბევრ ქვეყანაში ბანანს "ბედნიერების ნაყოფს" უწოდებენ.

4-1-1642862697.jpg

ნუტრიენტები - ბანანში შემავალ დიეტურ ბოჭკოებს შეუძლიათ ორგანიზმიდან ტოქსინების ამოღება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესება. გარდა ამისა, ნაყოფი მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით, ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებით. ფლავონოიდების წყალობით, ბანანის ჭამა გააუმჯობესებს თქვენს იმუნურ სისტემას და ვირუსებისადმი წინააღმდეგობას.

რამდენი ბანანი მივიღოთ დღეში?