რა შეკითხვები უნდა დაუსვათ ბავშვს, რომ გულახდილი იყოს და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, რის გამოც ბავშვი "იკეტება" | Allnews.Ge

რა შეკითხვები უნდა დაუსვათ ბავშვს, რომ გულახდილი იყოს და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, რის გამოც ბავშვი "იკეტება"

"როგორ ჩაიარა სკოლაში დღემ?" - "ნორმალურად". ეს არის სტანდარტული დიალოგი ბავშვსა და მშობელს შორის, როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან ან სახლში ხვდებიან ერთმანეთს. მსგავსი ფრაზები არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს და მშობელიც რეალურად, ვერ იგებს, რა მოხდა სკოლაში, ბავშვს რთული დღე ჰქონდა თუ წარმატებული. აქ მოცემულია ფსიქოლოგების მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ სურთ ბავშვებს სკოლის ამბების მოყოლა და რა უნდა გააკეთოთ ამ დროს:

1. მიეცით ბავშვს დასვენების უფლება

უფროსებსაც კი, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან, გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა ტვინი "სამუშაოდან" "მშობლის" რეჟიმზე გადაერთოს. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ სახლში და ოჯახის წევრები მაშინვე დაიწყებენ შეკითხვებს: "რა გვაქვს ვახშმად? რა, ისევ კატლეტი?!", "სად არის ჩემი ნივთები?", "სად მივდივართ შაბათ-კვირას?". გასაკვირი არ არის, რომ ამ დროს არაფერზე არ მოგინდეთ პასუხის გაცემა, რადგან ძალიან დაღლილი ხართ.

ბავშვებსაც ზუსტად ასევე სჭირდებათ დრო სკოლის შენობიდან "გასასვლელად" და "სახლში" დასაბრუნებლად. მაგრამ, მცირე ასაკის გამო, ეს გადართვა მათთვის უფრო რთულია, ვიდრე მოზრდილებისთვის. ტვინი სწრაფად ვერ ახერხებს ემოციების კონტროლს. ამიტომაც, ნუ დააძალებთ ბავშვს, მაშინვე ისაუბროს და მოყვეს გავლილი დღის შესახებ. მიეცით საშუალება, შეისვენოს. დაელოდეთ, ვიდრე თავად არ მოუნდება ლაპარაკი. ხოლო, როდესაც მოყოლას დაიწყებს, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, არ გააწყვეტინოთ და თავს არ მოახვიოთ საკუთარი კომენტარები.ხანდახან ეს დრო ძილის წინაა ხოლმე. დასაძინებლად რომ გაიყვანთ, გვერდზე დაუჯექით და გამოკითხეთ დღის ამბები. თქვენც მოუყევით თქვენი.

kid-girl-1642745878.jpg

2. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ისე კარგად არ ახსოვთ, როგორც უფროსებს

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მაგალითად, პირველკლასელი დუმს, როცა ეკითხებით, რა მოხდა სკოლაში, უფრო ბიოლოგიურია, ვიდრე ფსიქოლოგიური. ტვინის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ორიდან შვიდ წლამდე ასაკში ხდება და როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ამ დროს ბავშვი უბრალოდ ვერ იხსენებს ყველა მოვლენას და ავიწყდება.ამიტომაც, არ უნდა გაბრაზდეთ, როცა თქვენი პირველკლასელი შვილი ზუსტად ვერ გიპასუხებთ შეკითხვაზე. ასეთ დროს, უმჯობესია, დაეხმაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსენოს მოვლენები.

მაგალითად, "რა მოხდა პირველ გაკვეთილზე? დასვენებაზე? რა ხდებოდა მეორე გაკვეთილზე ან ლანჩის დროს?" ამ გზით თანდათან შეძლებს მოვლენების აღდგენას.

განაგრძეთ კითხვა