რა სიმპტომებით იწყება "ომიკრონი" და რა შემთხვევაში ვერ ავლენს მას სწრაფი ტესტი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება | Allnews.Ge

რა სიმპტომებით იწყება "ომიკრონი" და რა შემთხვევაში ვერ ავლენს მას სწრაფი ტესტი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში ვერ ავ­ლენს "ომიკ­რონს“ სწრა­ფი ტეს­ტი და რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა სა­ჭი­რო "პი­სი­არ" ტეს­ტის გა­კე­თე­ბა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იმ ვი­თა­რე­ბა­შიც კი, თუ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი „პი­სი­არ“ ტეს­ტი­თაც არ და­უ­დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი აქვს, ექი­მი ისე უნდა მო­იქ­ცეს, რო­გორც კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტთან.

"სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დად და­ა­ვა­დე­ბის პირ­ველ დღეს, შემ­თხვე­ვა­თა მცი­რე ნა­წილ­ში "ომიკ­რონს" ვერ იჭერს. ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა „პი­სი­არ“ ტესტს. ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტმა, ვი­საც სიმპტო­მი აქვს, თუნ­დაც რე­ა­ლუ­რად კო­ვი­დი არ ჰქონ­დეს და ჰქონ­დეს რო­მე­ლი­მე გა­ცი­ე­ბი­თი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­კე­თოს სწრა­ფი ტეს­ტი, ხოლო თუ სა­ეჭ­ვოა და სიმპტო­მე­ბი აქვს, ასეთ პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად ამი­სა­მარ­თე­ბენ "პი­სი­არ" ტესტზე. სწრა­ფი ტეს­ტი კი და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს რო­გორც წესი, აფიქ­სი­რებს.

ექი­მებს მივ­მარ­თავ, რომ თუ პა­ცი­ენტს აქვს კო­ვი­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი და ტეს­ტი, მათ შო­რის "პი­სი­ა­რიც" არის უარ­ყო­ფი­თი, ასეთ პა­ცი­ენტს უნდა მო­ვექ­ცეთ რო­გორც კო­ვი­დი­ანს და გვყავ­დეს იგი­ვე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რო­გორც კო­ვი­დი­ა­ნი, რა­მე­თუ ეს იქ­ნე­ბა გა­რან­ტია იმი­სა, რომ ის არ დამ­ძიმ­დე­ბა და ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით არ დას­რულ­დე­ბა. ხოლო თუ მცი­რე შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა შეც­დო­მა, ანუ პა­ცი­ენტს არ ექ­ნე­ბა კო­ვი­დი, მაგ­რამ უმ­კურ­ნა­ლე­ბენ რო­გორც კო­ვი­დი­ანს, ამით არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცერ­ცვა­ძე "ომიკ­რო­ნის" სიმპტო­მებს ასა­ხე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში იშ­ვი­ა­თია გე­მო­სა და ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა.

"ომიკ­რო­ნი“ უფრო ხში­რად იწყე­ბა ისე­თი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა სურ­დო, ყელ­ში ჩა­კაწ­ვრის გრძნო­ბა და ყე­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე. ეს არის პირ­ვე­ლი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რო­დე­საც „დელ­ტა“ და სხვა შტა­მე­ბის დროს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი იყო. თუმ­ცა შემ­დგომ­ში „ომიკ­რო­ნის“ დრო­საც შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რაც „დელ­ტას“ დროს ვი­თარ­დე­ბო­და. მაგ­რამ იშ­ვი­ა­თია გე­მო­სა და ყნოს­ვის და­კარ­გვა, ასე­ვე ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­საა ხვე­ლა და შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, თუმ­ცა ეს სიმპტო­მე­ბი მა­ინც იმ­დე­ნად არ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, რომ ექიმ­მა ან ავად­მყოფ­მა მკა­ფი­ოდ გა­არ­ჩი­ოს, "ომიკ­რო­ნი" აქვს თუ "დელ­ტა",- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „ომიკ­რო­ნი“ მა­სი­უ­რად გავ­რცელ­და და ამ შტა­მით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ავად­დე­ბი­ან, ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, რომ ეს შტა­მი „იშ­ვი­ა­თად ემარ­თე­ბათ მათ, ვი­საც „ბუს­ტე­რი“ გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს“.

„მთლად ყვე­ლას არ ემარ­თე­ბა, ვი­საც „ბუს­ტე­რი“ გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, მათ იშ­ვი­ა­თად ემარ­თე­ბათ. მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის და თუნ­დაც „ომიკ­რო­ნის“ თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­სა­მე, „ბუს­ტერ“ დო­ზით“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.