მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერილი წერილი, რომელიც ოჯახმა 76 წლის შემდეგ მიიღო | Allnews.Ge

მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერილი წერილი, რომელიც ოჯახმა 76 წლის შემდეგ მიიღო

ჯა­რის­კა­ცის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დე­დას მის­წე­რა, მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე 76 წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ტა­ნეს. გერ­მა­ნი­ა­ში მყოფმა ჯონ გონ­სალ­ვეს­მა დე­დას წე­რი­ლი 1945 წელს მის­წე­რა, ჯა­რის­კა­ცი იმ დრო­ის­თვის 22 წლის იყო.

წე­რი­ლი 75 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უხ­სნე­ლად ინა­ხე­ბო­და პიტსბურ­გში, აშშ-ს სა­ფოს­ტო სამ­სა­ხუ­რის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ობი­ექ­ტში.

ჯა­რის­კა­ცის წერს:

"ძვირ­ფა­სო დედა, შენი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი დღეს მი­ვი­ღე და გა­მი­ხარ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მეც არა­მი­შავს, სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­გუ­ე­ბი. საჭ­მელს რაც შე­ე­ხე­ბა, უმე­ტე­სად არ ვარ­გა. მიყ­ვარ­ხარ და გკოც­ნი, შენი ვაჟი, ჯონი. იმე­დია, მაქვს მალე გნა­ხავ".

ჯონ გონ­სალ­ვე­სი 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და არც მისი დე­დაა ცო­ცხა­ლი. ამე­რი­კის ფოს­ტამ წე­რი­ლი ჯო­ნის ქვრივს, ან­ჯე­ლი­ნას გა­დას­ცა. ჯა­რის­კა­ცის და­კარ­გულ წე­რილ­თან ერ­თად, ამე­რი­კის ფოს­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­ვი­სი და­წე­რი­ლი წე­რი­ლიც გა­დას­ცეს გონ­სალ­ვე­სის ოჯახს, სა­დაც წე­რენ: "ამ წე­რი­ლის გად­მო­ცე­მა, ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო".

გონ­სალ­ვე­სის ოჯახ­მა წე­რი­ლის­თვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ჯო­ნის მე­უღ­ლე, ან­ჯე­ლი­ნა გონ­სალ­ვე­სი ახლა 89 წლი­საა და კი­დევ ერთი ახა­ლი წელი გა­ა­ტა­რა ქმრის გა­რე­შე, მაგ­რამ წელს ის წე­რი­ლის გამო ბედ­ნი­ე­რია და თქვა, რომ ეს ისე­თი გრძნო­ბა იყო, თით­ქოს მე­უღ­ლე ისევ მას­თა­ნაა.

myquiz