"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე | Allnews.Ge

"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე

აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც 60 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა გა­მო­ცხად­და, და­მა­ტე­ბით 120 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა - ბევ­რი ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გო­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ, რომ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ მთავ­რო­ბა „ბუს­ტერ“ დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას გეგ­მავს, იმ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ - სო­ფელ-სო­ფელ სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ლა­ტა­რი­ის გა­თა­მა­შე­ბა, რო­მე­ლიც დიდი მო­გე­ბე­ბის შანსს იძ­ლე­ო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც 60 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებ­ზე ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა გა­მო­ცხად­და, და­მა­ტე­ბით 120 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა. 60 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტი გვყავს აც­რი­ლი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი, ვის­თვი­საც კო­რო­ნა შე­საძ­ლოა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე გახ­დეს. იქ­ნებ ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლე­ზე წა­ხა­ლი­სე­ბის გზით მა­ინც ვა­ფიქ­რე­ბი­ნოთ“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „ომიკ­რო­ნი“ ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და რიგ შემ­თხვე­ვა­ში „ბუს­ტერ“ დო­ზით აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­საც უდას­ტურ­დე­ბათ, იმ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ „ომიკ­რო­ნი“ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნას და აც­რის სტა­ტუსს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს“.

"მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც ზუს­ტად ვი­ცით, რომ „ომიკ­რო­ნია“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ნა­ხე­ვა­რი იყო ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი და 15% იყო ისე­თი, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. ასე რომ, „ომიკ­რო­ნი“ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას არც გა­და­ტა­ნას, არც აც­რის სტა­ტუსს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე იყო ისე­თი, ვი­საც „ბუს­ტე­რი“ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და "ომიკ­რო­ნი" და­ე­მარ­თათ, მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნეს, მე­ში­ნია იმის, რო­დე­საც "ომიკ­რო­ნი" ჩემი ასა­კის და უფ­რო­სი თა­ო­ბის აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კო­რო­ნა­ვირუს­ზე დღეს არ­სე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნებ­მა და ტეს­ტებ­მა არ იმოქ­მე­დონ. რო­გორც იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტებს, იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ობს სწრა­ფი ტეს­ტი.

"ამის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, რა მო­ნა­ცე­მე­ბი­ცაა, შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბის კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა და გა­მო­ვი­და, რომ ორ­ჯერ აცრა "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლის­გან 9-ჯერ იცავს, ანუ ადა­მი­ანს 9-ჯერ ნაკ­ლე­ბი რის­კი აქვს სიკ­ვდი­ლის, ხოლო "ბუს­ტე­რი“ 40-ჯერ მე­ტად იცავს. ვაქ­ცი­ნე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ნაკ­ლე­ბად გვი­ცა­ვენ, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის­გან ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად გვი­ცა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტებს, ბევ­რი ჭორი გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლად რომ გა­მოჩ­ნდა „დელ­ტა“, მა­ში­ნაც იგი­ვე სა­უ­ბა­რი იყო, რომ სწრა­ფი ტეს­ტი არ მუ­შა­ობს.

ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი სწრა­ფი ტეს­ტი­თაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დროს, რო­დე­საც ეს სწრა­ფი ტეს­ტი კეთ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი უსიმპტო­მოა, სწრა­ფი ტეს­ტი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია, თუ სიმპტო­მე­ბი გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა, მა­შინ­ვე არ გა­იქ­ცეთ, გა­და­ვი­დეთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნი­დან მე-2 მე-3 დღეს, სწრა­ფი ტეს­ტი კარ­გად იჭერს. ხან „პი­სი­ა­რიც“ ვერ იჭერს - ამას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა ნი­მუ­შის ამ­ღებ­მა ჩხი­რი ცხვირ­ში უბ­რა­ლოდ მო­უ­ცა­ცუ­ნოს. ჩხი­რი ცხვირ-ხა­ხა­ში უნდა გა­და­ვი­დეს, ესაა მა­სა­ლის კარ­გი აღე­ბა და ამა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

myquiz