ყველაზე ალერგიული პროდუქტების „დიდი ხუთეული“ - ზაზა თელიას რჩევები, როგორ მოვუაროთ გამონაყარს | Allnews.Ge

ყველაზე ალერგიული პროდუქტების „დიდი ხუთეული“ - ზაზა თელიას რჩევები, როგორ მოვუაროთ გამონაყარს

დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემას „უნდა ვიცოდეთ“ სტუმრობდა, სადაც მან კანის მოვლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ისაუბრა. ზაზა თელიამ განმარტა, რომელია ყველაზე ალერგიული პროდუქტები და რა ტიპის ალერგიას იწვევს თითოეული მათგანი:

„კვებითი ალერგია აქტუალური თემაა. ხშირად საზოგადოებაში ალერგიასთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც წესი, ყველა ტიპის გამონაყარი სახეზე ალერგიასთან ასოცირდება, მათ შორის, კვებით ალერგიასთან, რაც არასწორია. კვებითმა ალერგიამ შეიძლება კანზე გარკვეული ტიპის გამონაყარი გამოიწვიოს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად გვხვდება, როგორც საზოგადოებაშია ცნობილი. ზოგადად, არაქისი და თხილეული კვებით ალერგენებში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პროდუქტად ითვლება. არსებობს ე.წ. დიდი ხუთეული, რომლებიც ხშირად მსგავსი ტიპის გამონაყარს იწვევს.

ესენია:

  • თხილეული
  • ზღვის პრუდუქტი
  • შოკოლადი
  • რძის პრუდუქტები
  • კვერცხი

alergia-1642583568.jpg

როგორც წესი, მარტივად მისახვედრია, რომელ პროდუქტზე გვაქვს ალერგია, თუმცა პაციენტის სუბიექტური შეხედულება ხშირ შემთხვევაში ცოტა არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. ასე, მაგალითად, თუ კვებითი ალერგიის დროს კონკრეტული „დამნაშავე“ პრუდუქტი გვაქვს, მან გარკვეული ტიპის პრობლემები უნდა მოგვიტანოს. ეს შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, რომლის დროსაც გარკვეული ტიპის გამონაყარი ან ქავილი სწრაფად ვითარდება; საკვები პრუდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში, ყველაზე იშვიათად, რამდენიმე დღეში. განაგრძეთ კითხვა

myquiz