სომხეთში ქრისტეს გიგანტური, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკების დადგმას გეგმავენ | Allnews.Ge

სომხეთში ქრისტეს გიგანტური, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკების დადგმას გეგმავენ

პარ­ტია "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თის" ლი­დე­რის, ბიზ­ნეს­მენ გა­გიკ წა­რუ­კი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სომ­ხეთ­ში იესო ქრის­ტეს გი­გან­ტუ­რი ქან­და­კე­ბის შექ­მნა­ზე ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნა­რუ­კი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს.

"მიჰ­ყვე უფ­ლის ხმას - და­ეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნა­დაც შე­გიძ­ლია, ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნის გზაა...

ძვირ­ფა­სო სომ­ხე­ბო,

ჩვე­ნი სამ­შობ­ლო რთულ პე­რი­ოდს გა­დის, მაგ­რამ სომ­ხე­ბი პირ­ვე­ლი ერია, რომ­ლებ­მაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც რწმე­ნით ამარ­ცხებ­დნენ სირ­თუ­ლე­ებს და დროა, რწმე­ნით კი­დევ გა­ვერ­თი­ან­დეთ.

ამი­ტომ, ჩემი ოჯა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვით ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, რათა გა­ვა­კე­თოთ იესო ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი იქ­ნე­ბა. დაე, ამან აჩ­ვე­ნოს თა­ვი­დან და­ბა­დე­ბი­სა და სი­ნათ­ლის გზა სო­მეხ ხალ­ხს“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­რუ­კი­ა­ნი.

myquiz