თბილისში ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

თბილისში ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ გვესაუბრება:

"19 იანვარს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ველოდებით. ქვეყნის მასშტაბით ნალექი შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით. ზოგან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. თბილისში ხვალ, დღისით თოვლჭყაპი ან მცირე თოვაა მოსალოდნელი, 20 იანვარსაც დილის საათებში მცირე თოვლია ნავარაუდევი. 21 იანვარიდან კი უნალექო ამინდს ველოდებით.

19 და 20 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში ტემპერატურა 0 - +5 გრდუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 21 იანვარს -0:41 კი +3 - +8 გრადუსია ნავარაუდევი. ამაღამ -2 - +3 გრადუსია მოსალოდნელი. 20 იანვარს ღამით -4 - +1, 21 იანვარს შესაძლოა ღამის საათებში ზოგან -8 გრადუსამდე დაეცეს ტემპერატურა.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 20-ში ზოგან თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი, 21-ში კი დღისით უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ღამის საათებში ზოგან თოვლი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ამაღამ აღმოსავლეთის ბარში -8 - -3, თბილისში -3, 20 იანვრის ღამეს -7 - -2, თბილისში -2, 21 იანვარს ისევ ძლიერ ყინვას ველოდებით, -8 - -3, შიდა ქართლში -13-მდე შეიძლება დაეცეს ტემპერატურა, თბილისში -5. დღის ტემპერატურა კი ასეთი იქნება: აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ 0 - +5 , ზოგან +7 - +8 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, თბილისში +5. 20 იანვარს დღისით -2 - +3, თბილისში კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. 21-ში აღმოსავლეთ საქართველო ბარში +1 - +6, თბილისში +5 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისში 21 იანვრიდან 25 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz