"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ? | Allnews.Ge

"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ?

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ზაზა წე­რე­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტენ­ფორ­დი­სა და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს კვლე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა მათ­თვის, ვი­საც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნა ურ­ჩევ­ნია აც­რას.

"მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და სტენ­ფორ­დი­სა და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის მიერ. ინ­ფორ­მა­ცია სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნა ურ­ჩევ­ნია აც­რას და ვინც ომიკ­რო­ნის შე­სა­ხე­ბაც ფიქ­რობს, რომ მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა და შე­სა­ბა­მი­სად არ ღირს ნერ­ვი­უ­ლო­ბა.

მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის Coronavirus-2 (SARS-CoV-2) ინ­ფექ­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნი­ლებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ხან­გრძლი­ვი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის ყუ­რა­დღე­ბის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის სიჩ­ქა­რის და მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ეს ხან­გრძლი­ვი COVID-ის კოგ­ნი­ტუ­რი სინ­დრო­მი იმე­ო­რებს ბევრ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, რო­მე­ლიც კი­ბოს თე­რა­პი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სინ­დრო­მის (CRCI) ნიშ­ნე­ბიც არის. ნე­ი­რო­ან­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნე­ზი­სა და ოლი­გო­დენ­დრო­ცი­ტე­ბის უჯრე­დე­ბის დის­რე­გუ­ლა­ცია, ცენ­ტრა­ლუ­რია CRCI-სთვის.

მკვლე­ვა­რებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მუ­შა­ობს ნევ­რო­ლო­გი­ურ სიმპტო­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუნ­დაც მსუ­ბუქ SARS-CoV-2 რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ას­თან.მკვლე­ვა­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­ი­რო­ინ­თე­ბა – ნე­ი­რო­ინ­ვა­ზი­ის გა­რე­შე – და მისი ეფექ­ტე­ბი ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნეზ­ზე და ოლი­გო­დენ­დროგ­ლი­ურ შტო­ზე.

თაგვზე მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია SARS-CoV-2 ინ­ტრა­ნა­ზა­ლუ­რი მი­წო­დე­ბით, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­თი მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა, იმის მსგავ­სი რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი CRCI-ში. შემ­დგისმ ის შე­ა­და­რეს იმ 9 ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის ქსო­ვი­ლი რომ­ლებ­საც ჰქონ­და COVID-19 ინ­ფექ­ცია, და აღ­მო­ა­ჩი­ნეს თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­თი მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბის იგი­ვე ნი­მუ­ში.თაგ­ვებ­ში, CSF-ის პრო-ან­თე­ბი­თი ცი­ტო­კი­ნე­ბი/ქი­მი­ო­კი­ნე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლი იყო ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგომ სულ მცი­რე 7 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში; ქი­მი­ო­კი­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ მუდ­მივ მა­ტე­ბას, არის CCL11, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნე­ი­რო­გე­ნე­ზის და კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას­თან. იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­ნიც­დიდ­ნენ ხან­გრძლივ Covid-ს კოგ­ნი­ტუ­რი სიმპტო­მე­ბით (48 სუ­ბი­ექ­ტი) ასე­ვე და­ფიქ­სირ­და CCL11-ის ამაღ­ლე­ბულ დო­ნეს.ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნე­ზის დარ­ღვე­ვა, ოლი­გო­დენ­დრო­ცი­ტე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და მი­ე­ლი­ნის და­კარ­გვა სუბკორ­ტი­კა­ლურ თეთრ ნივ­თი­ე­რე­ბა­ში გაგ­რძელ­და მი­ნი­მუმ 7 კვი­რამ­დე, თაგ­ვებ­ში მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ.

ერ­თად აღე­ბუ­ლი, კვლე­ვის შე­დე­გად წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნე­ბი ასა­ხავს გა­სა­ო­ცარ მსგავ­სე­ბას ნე­ი­რო­პა­თო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ას შო­რის კი­ბოს თე­რა­პი­ის შემ­დეგ და SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, და ასა­ხავს უჯრე­დულ დე­ფი­ციტს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს ხან­გრძლივ ნევ­რო­ლო­გი­ურ სიმპტო­მებს თუნ­დაც მსუ­ბუ­ქი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ!!!.ასე რომ - მსუ­ბუქ­მა რეს­პი­რა­ტო­რულ­მა SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მრა­ვალ­გვა­რი უჯრე­დუ­ლი დის­რე­გუ­ლა­ცია და მი­ე­ლი­ნის და­კარ­გვა თა­ვის ტვინ­ში", - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი.

myquiz