რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება | Allnews.Ge

რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის "რემ­დე­სი­ვი­რი“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი კო­ვიდ-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ეფექ­ტი­ა­ნი.

ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი“ ინ­ფი­ცი­რე­ბულ, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ავად­მყო­ფებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს 87%-ით, ხოლო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი 70%-დან 85%-მდე ამ­ცი­რებს.

"კი­დევ ერთხელ "რემ­დე­სი­ვი­რის“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ: ქალ­ბა­ტონ­მა ლია გო­ლი­ა­ძემ ახლა უკვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით (გა­და­ცე­მა­ში "რე­ა­ლუ­რი სივ­რცე“, 15.01.2022) გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი ლია კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ცნობს "რემ­დე­სი­ვირს“ და მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს COVID-ის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტე­ბად. პრინ­ცი­პუ­ლად არ იყე­ნებს მათ და რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სია - სხვებ­საც უშ­ლის მათ გა­მო­ყე­ნე­ბას.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში ბა­ტონ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მკა­ფი­ოდ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი ამა­ვე სა­კი­თხზე.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი COVID სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რი მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მინ­და კი­დევ ერთხელ მოკ­ლედ და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (ამე­რი­კის ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი - NIH და სხვ.) გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით "რემ­დე­სი­ვი­რიც“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც და­სა­ხე­ლე­ბე­უ­ლია COVID-ის (მათ შო­რის "ომიკ­რო­ნის“ შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი) სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტე­ბად ("პაქსლო­ვიდ­თან“ ერ­თად), კერ­ძოდ: "რემ­დე­სი­ვი­რი“ (3 გა­დას­ხმა) ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 87%-ით ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და/ან სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს, ხოლო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყო­ფებ­ში (5 გა­დას­ხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით) ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბას. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი დამ­ძი­მე­ბის რის­კის მქო­ნე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 70%-დან 85%-მდე ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს, ამას­თან ერთ-ერთი მათ­გა­ნი - სოტ­რო­ვი­მა­ბი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ომიკ­რო­ნის შტა­მის­თვი­საც, ხოლო კა­სი­რი­ვი­მა­ბი+იმ­დე­ვი­მა­ბი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 20%-ით ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას.

დღეს, რო­დე­საც ვდგა­ვართ COVID პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ("ომიკ­რო­ნი“), არ არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და კაპ­რი­ზე­ბის დრო. ყვე­ლა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და სამ­კურ­ნა­ლო მიდ­გო­მა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ავად­მყო­ფი მოხ­ვდეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ნაკ­ლე­ბი იყოს ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვი­დეთ COVID პან­დე­მი­ის მო­რი­გი, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ტალ­ღი­დან“,- წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

myquiz