თოვლი, ყინვა, ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი? | Allnews.Ge

თოვლი, ყინვა, ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

სი­ნოპ­ტი­კოს­თა თქმით, 17 იან­ვრის ჩათ­ვლთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაკ­ლე­ბა, ძლი­ე­რი ქარი, მთა­ში და მა­ღალმთა­ში ძლი­ე­რი თოვა, ნის­ლი და ქარ­ბუ­ქი, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა, მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში კი ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უმე­ტე­სად ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

15-18 იან­ვარს კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის -4, -6 გრა­დუ­სამ­დე და­წე­ვა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­მო­ნის) და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს“, - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz