"თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი... ვერ გამაწყვეტინებთ საუბარს!" - რამ გააღიზიანა სააკაშვილი პროცესზე? | Allnews.Ge

"თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი... ვერ გამაწყვეტინებთ საუბარს!" - რამ გააღიზიანა სააკაშვილი პროცესზე?

თქვენ ისე­თი­ვე სა­სა­მარ­თლო ხართ, რო­გორც მე ვარ ას­ტრო­ნავ­ტი,- ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე ნინო ჩახ­ნაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მას შემ­დეგ, რაც მო­სა­მარ­თლემ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წო­და, სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს დარ­ბაზ­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ კი არა, მის მხა­რეს მიტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი გა­და­სა­წყვე­ტია, ვის მი­მარ­თავს.

"მე გა­დავ­წყვეტ, ვის მივ­მარ­თო, მივ­მარ­თავ ქარ­თველ ხალ­ხს, თქვენ ისე­თი­ვე სა­სა­მარ­თლო ხართ, რო­გორც მე ვარ ას­ტრო­ნავ­ტი. მე მივ­მარ­თავ ქარ­თველ ხალ­ხს.

არ ვა­პი­რებ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს ვუ­ყუ­რო თვა­ლებ­ში. ვა­პი­რებ შევ­ხე­დო თვა­ლებ­ში ქარ­თველ ხალ­ხს“, - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს.

ამას­თან, მას შემ­დეგ, რაც მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა პრო­კუ­რორ­მა სცა­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის მი­სა­მარ­თი­თაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა: „ჩემ­თვის არა­ვინ ხართ. მივ­მარ­თავ ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლის წი­ნა­შეც წარვდე­ქი, ვე­რა­ვინ გა­მა­წყვე­ტი­ნებს და თუ გა­მა­წყვე­ტი­ნებთ, ამა­ზე პა­სუხს გაგ­ცემთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ­ჯე­რად პრო­კუ­რო­რის მი­სა­მარ­თით.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს პა­ტივს არ სცემს.

"სად ვარ, თქვე­ნი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ მჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი რაც ქვე­ყა­ნა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი და რაც აქამ­დე არ გა­ა­ფუ­ჭეს, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია, თქვე­ნი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და „ნუ­ცას სკო­ლა“ არ მჭირ­დე­ბა. ბო­დიშს ვიხ­დი, რომ თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით ოთხი იუ­რი­დი­უ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არა­ვი­თარ პა­ტივს არ ვცემ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს. ნუ­ლო­ვა­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს თქვე­ნი სას­მარ­თლოს მი­მართ. ჩა­მო­ვე­დი ამ ქვე­ყა­ნა­ში და მივ­მარ­თავ ჩემს ხალ­ხს“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

myquiz