რა ღირს პარკირება თბილისში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში
საქართველოს დედაქალაქში, ქუჩაში პარკირების გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია - პოსტს picodi.com-ზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აქვეყნებს.
ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუჩებზე პარკირება ყველაზე ძვირია ლონდონში, სადაც ერთი საათი 9,9 ევრომდე ღირს. ამსტერდამში 7,5 ევროს იხდით ცენტრში, ხოლო ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - 7,5 ევროს.