"შეიძლება პიკში შევიდეთ და დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა იყოს"- როდის პროგნოზირებს ამირან გამყრელიძე მეექვსე ტალღას? | Allnews.Ge

"შეიძლება პიკში შევიდეთ და დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა იყოს"- როდის პროგნოზირებს ამირან გამყრელიძე მეექვსე ტალღას?

"ომიკ­რო­ნის“ დღე­ვან­დე­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­ის პრო­ცენ­ტი ყვე­ლა და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 45%-ის ფარ­გლებ­ში - 30% არის რე­გი­ო­ნებ­ში და 60% არის თბი­ლის­ში, რაც მთა­ვა­რია, ის არის საკ­მა­ოდ სწრა­ფად მზარ­დი,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ლუ­გარ­ში“ „ომიკ­რო­ნის“ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 951 შემ­თხვე­ვაა, სა­ი­და­ნაც 621 შემ­თხვე­ვა უკვე შეს­წავ­ლი­ლია. შეს­წავ­ლი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, „ომიკ­რო­ნის“ გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი არის 32-33 წელი.

"ეპიდსი­ტუ­ა­ცია მე­ექ­ვსე ტალ­ღის აღ­მა­ვალ ნიშ­ნულ­ზეა ანუ თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბა ახა­ლი შტა­მის ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში. გუ­შინ ვი­ან­გა­რი­შეთ სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი­დან, რამ­დე­ნი დას­ტურ­დე­ბა „ომიკ­რონ­ზე“ და იმის მი­ხედ­ვით ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, რომ დღე­ვან­დე­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­ის პრო­ცენ­ტი ყვე­ლა და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში „ომიკ­რო­ნის“ არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 45%-ის ფარ­გლებ­ში - 30% არის რე­გი­ო­ნებ­ში და 60% არის თბი­ლის­ში, რაც მთა­ვა­რია, ის არის მზარ­დი და საკ­მა­ოდ სწრა­ფად მზარ­დი, ამი­ტომ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ამას­თან ერ­თად, რა­საც ჩვე­ნი პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს, „ომიკ­რო­ნის“ 951 შემ­თხვე­ვაა ჩვენ­თან ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად „ლუ­გარ­ში“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და აქე­დან დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლი­ლია 621 ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ ან შეხ­ვდნენ, შე­სა­ბა­მი­სად ღრმა ეპიდკვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და ვი­ცით ამ 621 ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი. სა­შუ­ა­ლო ასა­კი მათი არის 32-33 ანუ ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, აქე­დან 71 გახ­ლდათ 18 წელ­ზე ნაკ­ლე­ბის, აქე­დან 5 წლამ­დე ასა­კის იყო -13 და მათ შო­რის 6 თვემ­დე 3 ბავ­შვი.

შემ­თხვე­ვა­თა 83% არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ნარ­ჩე­ნე­ბი არი­ან უცხო­ე­ლე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რი­საც არის საკ­მა­ოდ ბევ­რი შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბი­დან. 11 შემ­თხვე­ვა­ში გახ­და სა­ჭი­რო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და აქე­დან უპი­რა­ტე­სად თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, მათ­გან 7 უკვე გა­ე­წე­რა და 4 რჩე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ჰოს­პიტ­ლებ­ში, არც ერთს არ დას­ჭირ­ვე­ბია ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია და რე­ა­ნი­მა­ცია. ძი­რი­თა­დად, ეს შემ­თხვე­ვე­ბი მი­დის „დელ­ტას­თან“ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ჰელსმეტ­რიქ­სის“ პროგ­ნო­ზით, თე­ბერ­ვლის პირ­ველ დე­კა­და­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა პიკი, რო­დე­საც ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­საძ­ლოა 15000-მდე ავი­დეს.

"ჰელსმეტ­რიქ­სის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მელ­საც ჩვენ ვეყ­რდნო­ბით, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა პიკ­ში შე­ვი­დეთ თე­ბერ­ვლის პირ­ველ დე­კა­და­ში და შე­იძ­ლე­ბა იყოს დღი­უ­რად 60 ათა­სამ­დე შემ­თხვე­ვა, რომ­ლი­და­ნაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30%, ანუ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს დღი­უ­რად 10000-12000, 15 000-მდე შემ­თხვე­ვის დატ­ვირ­თვა.

რა­ტომ არის ეს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია - ერთი, „ომიკ­რო­ნის“ აქ­ტი­უ­რი ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში, მე­ო­რე- სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ყვე­ლას ერ­თად ყოფ­ნა და მე­სა­მე - ის დიდი მო­ბი­ლო­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ზო­გა­დად მო­ბი­ლო­ბა სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში. ამან ხელი შე­უ­წყო იმას, რომ დღეს გვაქვს 5400 შემ­თხვე­ვა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

myquiz