გამოუძინებლობას სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია - რას იწვევს არასაკმარისი ძილი მოზარდებში | Allnews.Ge

გამოუძინებლობას სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია - რას იწვევს არასაკმარისი ძილი მოზარდებში

მიღებულია, რომ ქრონიკული უძილობა უფროსების პრობლემაა, რომლებიც ბევრს მუშაობენ ან რაიმე ნერვული პრობლემა აქვთ. სინამდვილეში, სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ მსგავსი პრობლემა და ხშირად სრულიად არ ძინავთ საკმარისად. ამის ორი მიზეზი არსებობს - ან უძილობა აქვთ ემოვიური დაძაბულობის, სტრესის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო, ან კიდევ ცხოვრების წესი აქვთ ასეთი, რომ ღამით, გვიანობამდე გაჯეტებთან, კომპიუტერთან ატარებენ დროს და შესაბამისად, დილას სკოლისთვის რომ უწევთ ადგომა, ძილი აკლდებათ და გამოუძინებლები არიან. არადა, ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის და მით უმეტეს, ზრდის პროცესში.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი უნდა ეძინოს. საშუალოდ, პირველკლასელს უნდა ეძინოს 10-13 საათი დღეში, შემდგომ პერიოდში საშუალოდ 9-დან 11 საათამდე ძილია აუცილებელი მოზარდისთვის.

ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს გამოუძინებლობის გავლენა დიაბეტის განვითარებაზე. ექსპერიმენტის მონაწილეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში დართეს ნება, როცა მოესურვებოდათ, მაშინ დაეძინათ და ვინც გვიან იძინებდა, კვლევის პროცესში გაირკვა, რომ მათ ორგანიზმზე გლიკემიური დატვირთვაც მატულობდა. კვლევის ავტორი კარა მაკრეი დიურაჩო ამბობს: - ჩვენ დავრწმუნდით, რომ მოზარდები, რომლებსაც ძილის დეფიციტი აქვთ, ყოველდღიურად დაახლოებით 12 გრამით მეტ შაქარს მოიხმარენ. ასეთი უძილობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამოიწვევს იმას, რომ ისინი 2,04 კილოგრამ შაქარს მოიხმარენ ნორმის ზემოთ. მეცნიერების თქმით, გამოუძინებელი ბავშვი მეტ საკვებს მიირთმევს, რაც მის სისხლში შაქრის დონეს სწევს მაღლა. განსაკუთრებით მიირთმევენ ასეთ, შაქრის შემცველ პროდუქტებს საღამოს, 21 საათის შემდეგ, რაც კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.

დიაბეტის გარდა, უძილობას ბევრი სხვა პრობლემის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ნერვული, ფსიქიკური, გონებრივი და ა.შ.

myquiz