ახალი თაღლითური სქემა საქართველოში - რა იმალება მიმზიდველი, 3-პროცენტიანი სესხის უკან, რომელსაც კომპანია ონლაინ გთავაზობთ | Allnews.Ge

ახალი თაღლითური სქემა საქართველოში - რა იმალება მიმზიდველი, 3-პროცენტიანი სესხის უკან, რომელსაც კომპანია ონლაინ გთავაზობთ

ონლაინსესხი საუკეთესო პირობებით, 3-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი, კლიენტზე მორგებული საშეღავათო პირობები, თანხის დაფარვის 25-წლიანი ვადა, ანუ კიდევ ერთი თაღლითური სქემა.

კომპანია, რომელიც ონლაინსივრცეში პოზიციონირებს, მიმზიდველი შეთავაზების გარდა, სხვა ინფორმაციას არ გვთავაზობს.სანაცვლოდ მომხმარებლისგან კი პირად ინფორმაციას ითხოვს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული დაზარალებულების კომენტარის შემდეგ "პალიტრავიდეოს" ჯგუფმა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ ვინ იმალებოდა გვერდის უკან.

კომპანია სესხს გიმტკიცებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სხვა ბანკში გაქვთ ვალდებულება. თანხის ოდენობას მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არა აქვს.

იხილეთ ვიდეო

ავტორი: ნინი ქობალია

myquiz