სამგზავრო აბონემენტების გაცემა მეტროსადგურებში განახლდა, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში კი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად განახლდება | Allnews.Ge

სამგზავრო აბონემენტების გაცემა მეტროსადგურებში განახლდა, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში კი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად განახლდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტების გაცემა მეტროსადგურებში განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. ამასთანავე, „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა ექსპრეს ფილიალებში დღის განმავლობაში ეტაპობრივად განახლდება, ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ბარათებით მომარაგება.

ცნობისთვის, 9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. მიზეზის განსამარტად „საქართველოს ბანკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

myquiz