14 ვილა, უძრავი ქონება ჰავაიზე და უნიკალური ფლორა-ფაუნა - ჯეფ ბეზოსის ქონების იმპერია | Allnews.Ge

14 ვილა, უძრავი ქონება ჰავაიზე და უნიკალური ფლორა-ფაუნა - ჯეფ ბეზოსის ქონების იმპერია

Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის უძრავი ქონების პორტფელი 2021 წელს ასტრონომიულად გაიზარდა და 100 მილიონ დოლარზე მეტით გაფართოვდა. ახლა მისი უძრავი ქონება საერთო ჯამში თითქმის 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბეზოსი, რომლის წმინდა ქონება შეფასებულია 195 მილიარდ დოლარად, ფლობს 14 ვილას. სახლების ფასი 5 მილიონი დოლარიდან - 165 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ისინი მდებარეობენ ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ტეხასში, ვაშინგტონში და ა.შ.

Amazon-ის დამფუძნებელი ჰავაისა და მანჰეტენზე 100 მილიონ დოლარზე მეტიღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. 2021 წელს მან ჰავაიზე 14 ჰექტარი ფართობის კერძო საკუთრება შეიძინა. ადგილი გარშემორტყმულია მიძინებული ლავის ველებით.

download-1641719273.jpg

ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძინა ბეზოსმა ქონება, უცნობია, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში მან და მისმა რჩეულმა ჰავაის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას დიდძალი თანხა შესწირეს. ქონება ბეზოსმაLochland Holdings-დან იყიდა, რომელიც ეკუთვნის შაცების ოჯახს. დუგ შაცი, ენერგეტიკული ბიზნესმენი სასახლის წინა მფლობელი იყო.

მიწაზე მდებარეობს სამი კორპუსი, მათ შორის 4450 კვადრატული ფუტის მთავარი შენობა სამი საძინებლით და სამი სველი წერტილით.

მეორე კორპუსი არის 1839 კვადრატული ფუტის ფართობის სასტუმრო სახლი ორი საძინებლით და ორნახევარი სველი წერტილით. ხოლო მესამე არის 1815 კვადრატული ფუტი სამი საძინებლით და ერთი სველი წერტილით.

ექსცენტრიული სასტუმრო გარშემორტყმულია მძინარე ლავის მინდვრებით.

download-1-1641719299.jpg

გავრცელებული ინფორმაციით ბეზოსიიკვლევს უძრავი ქონების ბაზარს მაუიში, რათა გააფართოვოს თავისი პორტფელი ალოჰაში. ასევე ცნობილია რომ იგი ეძებს სახლს მშობლებისთვის Montage Kapalua Bay-ში.

ბეზოსმა რამდენიმე წლის წინ მანჰეტენის პოპულარულ მეხუთე ავენიუზე 23 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი მან დახარჯა 96 მილიონი აშშ დოლარი ოთხ ცალკეულ სახლზე.

განაგრძეთ კითხვა