"საბაგარო" საბაგიროს ნაცვლად - სამგზავრო ბარათის ტექსტში არსებული შეცდომის გამო, მათი გაცემა ერთი დღით შეჩერდა: რა განცხადებას ავრცელებს "საქართველოს ბანკი" | Allnews.Ge

"საბაგარო" საბაგიროს ნაცვლად - სამგზავრო ბარათის ტექსტში არსებული შეცდომის გამო, მათი გაცემა ერთი დღით შეჩერდა: რა განცხადებას ავრცელებს "საქართველოს ბანკი"

9 იან­ვარს, ერთი დღით, სამ­გზავ­რო აბო­ნე­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა შე­ჩერ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ბან­კი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბის გა­ცე­მის შე­ჩე­რე­ბის მი­ზეზს გან­მარ­ტავს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვა­დი­ა­ნი სამ­გზავ­რო აბო­ნი­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს და მათ მიერ ბა­რათ­ზე და­ტა­ნილ ტექ­სტში დაშ­ვე­ბუ­ლი იყო შეც­დო­მა. 10 იან­ვრი­დან კი ბა­რა­თის სწო­რი ვერ­სი­ის გა­ცე­მა გა­ნახ­ლდე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გა­დახ­დის სის­ტე­მის მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვა­დი­ა­ნი სამ­გზავ­რო აბო­ნე­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას კი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია "მს+". სამ­წუ­ხა­როდ, ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი იყო მცი­რე­დი უზუს­ტო­ბა. ბა­რათ­ზე და­ტა­ნილ ტექ­სტში კი დაშ­ვე­ბუ­ლი იყო მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა. სწო­რედ ამის გამო, დღეს, 9 იან­ვარს, ერთი დღით, შე­ჩერ­დე­ბა აბო­ნი­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა.

ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის. უკვე ხვა­ლი­დან, 10 იან­ვრი­დან კი გა­ნახ­ლდე­ბა ბა­რა­თის სწო­რი ვერ­სი­ის გა­ცე­მა.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ბა­რა­თე­ბის ახა­ლი ვერ­სი­ის ბეჭდ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის სამ­გზავ­რო ახალ ბა­რა­თებ­ზე ტექ­სტი შეც­დო­მით იყო და­ბეჭ­დი­ლი.