"ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის" - ბიძინა კულუმბეგოვი | Allnews.Ge

"ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის" - ბიძინა კულუმბეგოვი

"სა­ქარ­თვე­ლო გარ­და­უ­ვა­ლი მე-6 ტალ­ღის და­წყე­ბის წი­ნა­შეა, "ომიკ­რო­ნი“ ელ­ვი­სე­ბუ­რი, თუ ცე­ცხლი­სე­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზ­რდის“ - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 31 პრო­ცენ­ტი არის აც­რი­ლი, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვა­ცია საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ჭი­როა იმუ­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

“ამ ეტაპ­ზე, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­და­უ­ვა­ლი მე-6 ტალ­ღის და­წყე­ბის წი­ნა­შეა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, შემ­თხვე­ვე­ბის 30% ან მეტი "ომიკ­რო­ნით“ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. "ომიკ­რო­ნის­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელ­ვი­სე­ბუ­რი, თუ ცე­ცხლი­სე­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­და­უ­ვა­ლია - იან­ვა­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნი“ დო­მი­ნან­ტი გახ­დე­ბა. ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი რის­კია. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზ­რდის, რაც და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ქვე­ყა­ნას რის­კის ქვეშ აყე­ნებს. ძა­ლი­ან რთუ­ლია რა პროგ­ნო­ზი იქ­ნე­ბა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის დატ­ვირ­თვის კუ­თხით და ასე შემ­დგომ.

სხვა ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თებს ვუ­ყუ­რებთ, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ინ­ფექ­ცია გა­და­ი­ტა­ნა, ან ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რა ავად ხდე­ბა, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გამო, ნაკ­ლე­ბად სა­ჭი­რო­ებს ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ას. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მა­ღა­ლია, მაგ­რამ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ არის მა­ღა­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 31 პრო­ცენ­ტი არის აც­რი­ლი, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ძნე­ლია პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს "ომიკ­რო­ნი“ ჩვენს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­სა და სიკ­ვდი­ლო­ბა­ზე.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ის, რომ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და და სა­ხელ­მწი­ფომ ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ად­გა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ უფრო მეტი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­აა მი­სახ­მა­რე­ბე­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ად­ვი­ლოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

რო­გორც ჩანს, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვა­ცია საკ­მა­რი­სი არ არის, და­სა­ბუ­თე­ბაც სჭირ­დე­ბა, თუ რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­ჯერ აცრა, თუ "ბუს­ტე­რი“. კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია სა­ჭი­რო“,- აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.