სად შეხვდა ახალ წელს ივანიშვილების ოჯახი და რას ჰყვება მათი ახლობელი? | Allnews.Ge

სად შეხვდა ახალ წელს ივანიშვილების ოჯახი და რას ჰყვება მათი ახლობელი?

"კო­ვი­დის გამო ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ ვერც მე და ვერც ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობს. რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. არც მე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან რისკ-ჯგუფ­ში შევ­დი­ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი, მათ ვერ ვნა­ხავ, თუმ­ცა სულ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ვიცი, რომ კარ­გად არი­ან" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ეკა ჭი­ჭი­ნა­ძემ, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან წლე­ბია დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

ამ­ჯე­რად ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს იმის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით, თუ სად შეხ­ვდა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ახალ წელს და რო­გორ გრძნობს თავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ თა­ვად ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია...

tsotneeeeee1213-61317-1641373548.jpg

ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე:

- ყვე­ლა­ნი ჯან­მრთე­ლად და კარ­გად არი­ან. ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აღარც კი მი­კი­თხავს, რად­გან ღმერ­თმა და­ი­ფა­როს და ოდ­ნავ რომ პრობ­ლე­მა იყოს, თა­ვად მე­ტყოდ­ნენ... უკე­თე­სად არის და ვა­ტყობ, რომ ძა­ლი­ან ად­ვილ ფორ­მებ­ში აქვს. უსაყ­ვარ­ლე­სია ცოტ­ნე, ვგიჟ­დე­ბი მაგ ბავ­შვზე.

- სად შეხ­ვდნენ ახალ წელს?

- რო­გორც ვიცი, თბი­ლის­ში... კი ვე­სა­უბ­რეთ ერ­თმა­ნეთს, მი­მო­წე­რაც გვქონ­და, მაგ­რამ სად იყ­ვნენ, არ მი­კი­თხავს. ეს ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და მგო­ნი მათ­ზე ვერც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ისეთს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი იქ­ნე­ბა.

ადრე ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცია გვქონ­და, 2 იან­ვარს, ბე­დო­ბას ეს ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და, მათი სა­ახ­ლობ­ლო ვიკ­რი­ბე­ბო­დით და და­უ­ვი­წყარ დროს ვა­ტა­რებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლე­ბია ეს შეკ­რე­ბა პან­დე­მი­ის გამო ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი ზუს­ტად მა­გას ეხე­ბო­და, რომ მათ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, ეს შეკ­რე­ბა რომ ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა... იმე­დია 2022 წელს პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტრა­დი­ცი­აც აღ­დგე­ბა.

ivanishvilebi5-42521-1641373655.jpg

ტე­ლე­ფონ­ში ვე­რი­დე­ბი ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბის დას­მას, მათ ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი, ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლად და კარ­გად იყ­ვნენ და არ მეს­მის ზედ­მე­ტი ჩა­ძი­ე­ბით ნერ­ვე­ბი რა­ტომ უნდა ავუ­შა­ლო?!

- მათ ტრა­დი­ცი­ად ჰქონ­დათ, ახალ წელს ოჯა­ხი ერ­თად იკ­რი­ბე­ბო­და...

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა გვან­ცა და უტა იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, არც ეგ მი­კი­თხავს. ბერა, მისი მე­უღ­ლე და ბავ­შვი რომ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არი­ან, ეს ნამ­დვი­ლად ვიცი.

myquiz