რომელი ხილი უნდა მივიღოთ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ | Allnews.Ge

რომელი ხილი უნდა მივიღოთ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ

ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია მივირთვათ დღეში ორი კივი, რაც ეფექტურად შეამცირებს კუნთებში ჟანგვითი პროცესების უარყოფით ზეგავლეას.ეს უკანასკნელი იწვევს უჯრედების დაზიანებას და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

იაპონელებმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 15 მორბენალის ჯგუფს აძლევდნენ დღეში ორ კივის, ხოლო დანარჩენი 15 ამ ხილს არ ღებულობდა. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებში, რომლებიც მიირთმევდნენ კივის, შემცირდა მაღალინტენსიური ვარჯიშის ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენა. კივის ასეთი ეფექტის მიზეზად ასახელებენ ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას, რომელიც ორგანიზმს იცავს ჟანგვითი პროცესისაგან, რაც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ამას გარდა, აღნიშნული ხილი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს და ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. კივი ასევე საკმარისი რაოდენობით შეიცავს ვიტამინს C, რომელიც დადებითად მოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე.