ინტენსიური თოვა და ლიპყინული - საქართველოს რომელ საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზღუდვები? | Allnews.Ge

ინტენსიური თოვა და ლიპყინული - საქართველოს რომელ საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზღუდვები?

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ138–კმ158 (ჩუ­მა­თე­ლე­თი-ხუ­ნე­ვი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის და გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში, მხო­ლოდ ზვავ­დამ­ცა­ვი გვი­რა­ბე­ბის გავ­ლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მით მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

ასე­ვე, დიდ­თოვ­ლო­ბის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბა­თუ­მი-ახალ­ცი­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ86-კმ106 მო­ნაკ­ვეთ­ზე, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხო­ლო­და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ალ­პა­ნა-ცა­გე­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ22 მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ტრა­ი­ლე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ62 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე და სა­ჩხე­რე-ონის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე.

ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კ14-კმ106 მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ვტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო კმ14-კმ40 მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე­ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"ამ დრო­ის­თვის, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ზე აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის­პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­თა და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz