"144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული..." - როგორია საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის განმარტება | Allnews.Ge

"144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული..." - როგორია საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის განმარტება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ომიკ­რო­ნის“ 144 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ოთხი­ვე მათ­განს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია კო­ვი­დის სიმ­ძი­მით არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ყვე­ლა შემ­თხვე­ვა მსუ­ბუ­ქი გახ­ლავთ, აქე­დან 12 არის 18 წლამ­დე ბავ­შვი და მო­ზარ­დი. მთლი­ა­ნად 144-დან მხო­ლოდ 4 იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი, ისიც სხვა თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის გამო, მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დის სიმ­ძი­მით. სა­შუ­ა­ლო ასა­კი 144 ადა­მი­ან­ში სა­დღაც 37-38 წე­ლია. 144-დან 105 არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 39 უცხო ქვეყ­ნის. მათ­გან 70% არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნის“​ ცირ­კუ­ლა­ცია თან­და­თა­ნო­ბით იმა­ტებს და და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით სამ­ჯერ მე­ტია.

"144 არის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იმ სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იგ­ზავ­ნე­ბა. თუ 10 დღის წინ გა­მოგ­ზავ­ნილ შემ­თხვე­ვებ­ში ორში ან სამ­ში დას­ტურ­დე­ბო­და "ომიკ­რო­ნი“, ახლა 30 გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ში დას­ტურ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ "ომიკ­რო­ნის“​ ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თა­ნო­ბით იმა­ტებს. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ 144 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე, რე­ა­ლუ­რად შემ­თხვე­ვე­ბი მე­ტია, რა­მე­თუ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა მხო­ლოდ PCR ნი­მუ­შე­ბის კვლე­ვა. სწრა­ფი ტეს­ტით დად­გე­ნილ და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ეჭვს ვერ მი­ვი­ტანთ. ამი­ტომ, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ცირ­კუ­ლა­ცია 144 შემ­თხვე­ვა­ზე სამ­ჯერ მე­ტია“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

myquiz