საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზებული.

რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 ადამიანია გადაყვანილი.

myquiz