"ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები | Allnews.Ge

"ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვებს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ლოც­ვა:

"მო­მა­ვა­ლი წელი ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის ყო­ფი­ლი­ყოს წინსვლის, წარ­მა­ტე­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და კი­დევ უფრო მეტი გან­ვი­თა­რე­ბის მომ­ტა­ნი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნავს.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა 2021 წელს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"ახალ წელს სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის იმე­დით ვხვდე­ბით და პირ­ველ რიგ­ში, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამ ახალ წელს სა­ერ­თო მშვი­დო­ბა და პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი მო­ე­ტა­ნოს დე­და­მი­წა­ზე, რათა ადა­მი­ა­ნე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში და­უბ­რუნ­დნენ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და ჩვენც ყვე­ლამ შევ­ძლოთ ვი­ყუ­როთ წინ, ვი­ფიქ­როთ მო­მა­ვალ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, აღმშე­ნებ­ლო­ბა­ზე, გა­ნახ­ლე­ბა­ზე, ახა­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

2021 წელი გა­მოწ­ვე­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წელი იყო - იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც, იყო პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და მე­ტიც, იყო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბევ­რი ტრა­გე­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ბევ­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე დავ­კარ­გეთ ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვა ჩემი წუ­ხი­ლი თი­თო­ე­უ­ლი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლის გამო.

მაგ­რამ გა­სუ­ლი წელი წარ­მა­ტე­ბე­ბი­თაც აღი­ნიშ­ნა სხვა­დას­ხვა კუ­თხით - ჩვენს ქვე­ყა­ნას წინსვლა არ შე­უ­ჩე­რე­ბია არც ერთი წუ­თით და სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი გვქონ­და რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლი­სა და მეტი წარ­მა­ტე­ბის­თვის, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მმარ­თვე­ლო­ბის ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა, რაც პროგ­რეს­სა და სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ახ­ლე­ბურ შე­მარ­თე­ბას გა­ბე­დუ­ლი და დრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა და ჩვენც ახალ წელს სწო­რედ ამ მიდ­გო­მით და­ვი­წყებთ.

მო­მა­ვა­ლი წელი კი­დევ უფრო ძლი­ერ ბიძგს მის­ცემს ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ეს იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა. გა­სუ­ლი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უფრო სწრა­ფი ტემ­პით და­ი­წყო აღ­დგე­ნა ეკო­ნო­მი­კამ და ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რია არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ მთე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღ­წე­უ­ლით არ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით, ჩვენ მეტი გვჭირ­დე­ბა, კი­დევ უფრო სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა უნდა მო­ვუ­ტა­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვენს ხალ­ხს. მო­მა­ვალ წელს ჩვენ შევ­ქმნით ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, უნდა შე­ვამ­ცი­როთ სი­ღა­რი­ბე, გან­ვი­თა­რე­ბა და პროგ­რე­სი გვექ­ნე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ უნდა შევ­ძლოთ, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე გახ­დეს უკე­თე­სი.

ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო - ეს უნდა გახ­დეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია! ჩვე­ნი ერ­თო­ბით, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო.

ახალ წელს ახა­ლი იმე­დე­ბი მო­აქვს ყო­ველ­თვის და სწო­რედ ამ იმე­დით მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დად­გო­მა. მთე­ლი გუ­ლით ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს წელი გარ­დამ­ტე­ხი ყო­ფი­ლი­ყოს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით და მალე გან­ვი­თა­რე­ბულ და გამ­თლი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვე­ცხოვ­როს ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით მი­უ­ლო­ცა ახა­ლი წელი ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი წელი ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ყვე­ლა ექიმს, ექთან­სა თუ დამ­ხმა­რეს, ხალ­ხს, ვინც, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, დღეს და ღა­მეს ას­წო­რებს და მუხლჩა­უხ­რე­ლად, უშიშ­რად, გმი­რუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ხალ­ხს, მათი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის დაც­ვას ამ რთულ პე­რი­ოდ­ში.

ახა­ლი წელი მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ყვე­ლას, ვინც სამ­შობ­ლო­დან შორს, მაგ­რამ მა­ინც ჩვენ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს ამ დღე­სას­წა­ულს. მინ­და აქე­დან მი­ვე­სალ­მო ჩვენს ძვირ­ფას ემიგ­რან­ტებს და ვი­სურ­ვო, რომ მალე და­უბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ ოჯა­ხებს, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუ­ლო­ცავ ახალ წელს ჩვენს სა­ა­მა­ყო პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჩვენს გმირ ჯა­რის­კა­ცებს, ჩვენს ოფიც­რებს, მათ, ვინც თავ­და­დე­ბის მა­გა­ლითს აძ­ლევს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს.

ახალ წელს ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, ყვე­ლა მშრო­მელ ადა­მი­ანს, ვისი ყო­ველ­დღი­უ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­თა და შრო­მით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ვუ­ლო­ცავ ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, პროგ­რე­სულ, ნი­ჭი­ერ თა­ო­ბას და ბევრ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. ვუ­ლო­ცავ ჩვენს პრო­ფე­სორ - მას­წავ­ლებ­ლებს, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის აღ­მზრდე­ლებს და ვპირ­დე­ბი, მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ მათი შრო­მის უფრო მე­ტად და­ფა­სე­ბას და მე ვი­სურ­ვებ­დი, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­ე­ტა­ნოს მათ­თვის ამ ახალ წელს.

დიდი მო­წი­წე­ბით ვუ­ლო­ცავ ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას, ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს, ვე­ტე­რა­ნებს, მხნე­ო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ მათ. ჩვე­ნი ვა­ლია ვიზ­რუ­ნოთ მათ­ზე და ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ ამის­თვის.

ახა­ლი წელი და მო­მავ­ლის იმე­დი გვაძ­ლევს რწმე­ნას და ძა­ლას, რათა უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით, თავ­და­დე­ბით, გულ­წრფე­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ვემ­სა­ხუ­როთ ჩვენს ძვირ­ფას სამ­შობ­ლოს!

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ახალ წელს! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“ , - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ლოც­ვა:

"გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ ახალ წელს და ვი­სურ­ვებ­დი ამ ქვეყ­ნის­თვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევ­ძლოთ ამ დიდი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა, შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის­თვის აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა", - ამ სი­ტყვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი – 2022 წელი მი­უ­ლო­ცა.

პრე­ზი­დენ­ტმა მი­სა­ლოც სი­ტყვა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ეროვ­ნუ­ლი შე­რი­გე­ბის იდე­ა­ზე და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ 2022 წელს ეს პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"რა გი­თხრათ, რით გა­გა­ხა­როთ? რა მო­ვუ­ლო­ცოთ ჩვენს თავს?“ - კი­თხუ­ლობ­და 124 წლის წინ ილია და დღე­საც მინ­დე­ბა იგი­ვე კი­თხვის დას­მა. ილი­ა­სი არ იყოს ქვე­ყა­ნა დგას უზარ­მა­ზა­რი თხრი­ლის წინ და საკ­მა­ოა, ხელი გვკრან და გა­და­ვი­ჩე­ხე­ბით, ოღონდ ილი­ას წუ­ხი­ლი უცო­დი­ნა­რო­ბა, შრო­მის ნაკ­ლე­ბო­ბა, მიზ­ნის და­კარ­გვა იყო, ჩვენ კი დღეს უა­რე­სი გვჭირს, ერ­თმა­ნე­თი დავ­კარ­გეთ, ერ­თმა­ნეთს ვე­ჯი­კა­ვე­ბით ამ თხრი­ლის­კენ, მტე­რიც აღარ გვჭირ­დე­ბა, რომ გვკრას ხელი, მის საქ­მეს ჩვენ­ვე ვა­კე­თებთ და ერ­თმა­ნეთს ვკრავთ ხელს.

უკი­დე­გა­ნო შური და ბოღ­მა, სი­ძულ­ვი­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი და კი­დევ უფრო მოკ­ლე მჭვრე­ტე­ლი ხედ­ვა და სა­მა­გი­ე­როდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი და უსა­ფუძ­ვლო ამ­ბი­ცი­ე­ბი - მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა ჩემი ამ დღე­ებ­ში და რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებ მო­მა­ვალ წელს და სა­ნამ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიქ­ნე­ბი, რა­მე­თუ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამის­თვის ვარ, მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ რო­გორ­მე ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა, თუ გზე­ბი მოვ­ნა­ხოთ, მო­ვა­ხერ­ხოთ ის, რომ მოს­მე­ნით და სა­უბ­რით და არა შუღ­ლით მო­ვა­ხერ­ხოთ ამ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა.

ჩემი ამო­ცა­ნაც ესაა. ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის მოვ­ნა­ხოთ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის გზა. არა ისე, რო­გორც ზოგი ავ­რცე­ლებს, რომ ეს ვი­თომ კეთ­დე­ბა ერთი რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, არა. არა, იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცის­თვის და ვი­ღა­ცას­თან შე­რი­გე­ბა მე მო­ვა­ხერ­ხო, არა. ეს იმის­თვის კე­თე­ბა, რომ ჩვენ შევ­ძლოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოს­მე­ნა და ერ­თმა­ნეთ­თან შევ­თან­ხმდეთ იმ რა­ღა­ცებ­ზე, რაც ამ ქვე­ყა­ნას აა­შე­ნებს, რაც ამ ქვე­ყა­ნას არა თუ გა­და­არ­ჩენს, მაგ­რამ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენ არა­სო­დეს, მო­მა­ვალ წელს და შემ­დეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გა­გა­ხა­როთ?“. გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ ახალ წელს და ვი­სურ­ვებ­დი ამ ქვეყ­ნის­თვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევ­ძლოთ ამ დიდი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა, შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის­თვის აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და მე ვარ იმე­დი­ა­ნად იმი­ტომ, რომ ამ დღე­ებ­ში ერთი ნა­ბი­ჯით მა­ინც და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ყვე­ლას შე­უძ­ლია ამ სა­სახ­ლე­ში მოს­ვლა, ამ სა­სახ­ლე­ში დაჯ­დო­მა და შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი. გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა:

"არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ სიძ­ნე­ლე­ებს. სიძ­ნე­ლე მო­დის და მი­დის, ასე­ვე სი­ხა­რუ­ლი მო­დის და მი­დის. ჩვენ უნდა ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დეთ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქმა ქარ­თველ ერს ახალ წელი მი­უ­ლო­ცა და გან­სა­კუთ­რე­ბით და­ლო­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცი­ხე­ებ­სა და გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

„ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ ახალ წელს. ყო­ველ ახალ წე­ლი­წადს მე გპირ­დე­ბით თქვენ სი­ახ­ლეს, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც რჩე­ბა. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ წინ გან­ჭვრე­ტა, ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს სიძ­ნე­ლე­ე­ბი და ჩვენ უნდა გვქონ­დეს უნა­რი, რომ დავძლი­ოთ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ სიძ­ნე­ლე­ებს. სიძ­ნე­ლე მო­დის და მი­დის, ასე­ვე სი­ხა­რუ­ლი მო­დის და მი­დის. ჩვენ უნდა ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დეთ. ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს და არა მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, არა­მედ სი­ტყვი­ე­რა­დაც.

გან­სა­კუთ­რე­ბით ვლო­ცავ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცი­ხე­ებ­ში, გა­ჭირ­ვე­ბა­ში. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, ბავ­შვე­ბი უნდა დავ­ლო­ცოთ. დე­დი­სა და მა­მის მიერ და­ლოც­ვი­ლი ბავ­შვე­ბი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით ვლო­ცავ ჩემ ნათ­ლუ­ლებს, ჩემი ნათ­ლუ­ლე­ბი უნდა გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ რწმე­ნით, სარ­წმუ­ნო­ე­ბით, ლოც­ვით. მო­მა­ვა­ლი სა­ი­მე­დო უნდა იყოს ჩვენ­თვის. უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია, გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა

myquiz