„მირჩევნია თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად“ - გაიცანით ნათია დემეტრაშვილი, რომელმაც 53 კგ ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო | Allnews.Ge

„მირჩევნია თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად“ - გაიცანით ნათია დემეტრაშვილი, რომელმაც 53 კგ ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო

ნათია დემეტრაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სოციალური მედიის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ ამას თავად პრობლემად არასოდეს აღიქვამდა, არც სხვების შეგონებები „აძლევდა მოტივაციას“, რომ, თუ დაიკლებდა, უფრო ლამაზი იქნებოდა.

საბოლოოდ, როდესაც წონის დაკლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საკუთარი „დიეტა“ შეიმუშავა, სწორედ მას შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს (თუმცა, ამბობს, რომ მიზნამდე კიდევ რამდენიმე კილოგრამია). ნათია თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო 2 წელიწადში 53 კილოგრამის დაკლება.

received-340807470869661-1640931107.jpg

- რამ და როდის განაპირობა წონის პრობლემა ან საერთოდ თუ თვლიდით პრობლემად, თუნდაც ცოტათი?

- რაც თავი მახსოვს მსუქანი ვარ. ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ როდესაც 3 წლის ვიყავი სოფელში დასასვენებლად წასული კარგად მოპუტკუნებული ჩამოვედი და მის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტს ვიმატებდი. პრობლემა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მშობლები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და უამრავი ანალიზისა და კვლევის პარალელურად ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი, ყოველთვის ნორმაში იყო ჩემი მონაცემები. ზრდასრულობისას, როდესაც ჩემმა წონამ ზღვარი გადალახა, მაშინ შემექნა პირველი პრობლემა, ინსულინი მქონდა ორჯერ მაღალი და უკვე წონის კლებასთან ერთად, მკურნალობაც მჭირდებოდა. სხვა მხრივ, ჭარბი წონა, როგორც პრობლემა ან კომპლექსების სათავე ჩემთვის არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის შემეძლო სანაპიროზე გახდა, აუზზე სიარული. არ მიქმნიდა პრობლემას ვყოფილიყავი თავდაჯერებული ურთიერთობებში და ა. შ. არც შოპინგისას ყოფილა პრობლემა, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიყვარს შოპინგი და ახალი ტანსაცმელი.

dieta-1640931126.jpg

- ჯანმრთელობის პრობლემის შემდეგ მიხვდით, რომ წონაში უნდა დაგეკლოთ? რით დაიწყეთ თავიდან?

- სხვათა შორის არა. არც ჯანმრთელობის პრობლემა გამხდარა „მოტივატორი“. რამდენიმე თვე ვსვამდი შესაბამისს წამალს და მერე უბრალოდ შევეშვი, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ პერიოდში, ჭამა მერჩივნა. უფრო სწორად, იმის და იმდენის ჭამა, რამდენიც და რაც მინდოდა. ვერ გეტყვით, რა გახდა „მოტივატორი“. 30 წლის ვარ და ამდენი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ დიეტაზე, თუმცა ბოლომდე არც-ერთი მათგანი არ მიმიყვანია. ვიკლებდი, ვიმატებდი და ასე გრძელდებოდა წლები. ბევრიც დამიკლია და ცოტაც და შედეგიც კი ვერ მაიძულებდა ხოლმე „საქმე ბოლომდე მიმეყვანა“, იმიტომ რომ სურვილი არ მქონია არასდროს, რომ დამეკლო.

natia-dieta-1640931143.jpg

ყოველი დიეტა იწყებოდა იმით რომ „ასე აღარ შეიძლება“ და რეალურად ჩემი სურვილი არ ყოფილა რომ „ასე აღარ შეიძლება“. უბრალოდ ყველა იმას მიმეორებდა, რომ „ლამაზი ნაკვთები მაქვს“ და ვმალავ, რომ „მშვენიერი გოგო ვარ და მომავალზე არ ვფიქრობ“ და სხვა ათასი რამ, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ჭარბწონიანს მოუსმენია. სხვების „ზეწოლის“ შედეგად დაწყებული დიეტა არასდროს მისულა ბოლომდე. საბოლოო ჯამში 2 წლის წინ 2020 წლის მარტში მე (!) მომინდა და ჩემი სურვილი იყო, რომ „აბა თუ გამომივა“ და ამ თამაშ-თამაშში 52 კილოგრამი დავიკელი.

სხვათა შორის, ინსულინის დონე წონაში კლების შემდეგ გადავამოწმე და ნორმაში იყო. წონის კლებამ უშველა მაგ კონკრეტულ პრობლემას.

- მოგვიყევით თქვენს „მოგზაურობაზე“. როგორ დაიწყეთ და გააგრძელეთ წონის კლება?

- „აბა თუ გამომივათი“ დავიწყე და ვაგრძელებ დღემდე. უარი ვთქვი კონკრეტულ ჩვევებზე, ვაიძულე თავი, რომ ვყოფილიყავი რეჟიმში და, რაც მთავარია, ვიპოვე ჩემთვის კომფორტული გზა. არ ამიკრძალავს არცერთი პროდუქტი, უარი არ მითქვამს ჩემს საყვარელ საკვებსა თუ სასუსნავებზე. უბრალოდ გავანახევრე ულუფა, მკაცრად ვიკვებებოდი 3-4 საათში ერთხელ და უარი ვთქვი ჭამასა და ჭამას შორის რამის მიღებაზე. ვიყავი რეჟიმში, „ვუსმენდი“ ჩემს ორგანიზმს და ვიცავდი იმ მარტივ „მოთხოვნებს“, რომლებიც წონაში კლებისთვისაა საჭირო. თუ მინდოდა შოკოლადი, აუცილებლად ვჭამდი, ოღონდ ცოტას, დღის პირველ ნახევარში და სადილის ან საუზმის შემდეგ დესერტად. უფრო ნელი გზაა, როდესაც პიცასაც ჭამ, ქათმის ფილესაც და სალათის ფოთლებსაც, სამაგიეროდ კომფორტული და, რაც მთავარია, ჩემთვის შედეგიანი არჩევანი გავაკეთე კომფორტულად, მაგრამ ნელა კლებას შორის და სწრაფად, თუმცა მოკლევადიანად კლებას შორის. დღემდე მირჩევნია, რომ თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად, ვიდრე დავიკლო 5 კილო, ბოლოს მომბეზრდეს და უკანვე მოვიმატო რამდენიმე დღეში, როგორც იყო გასული წლების განმავლობაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz