ნამდვილი მეგრული საცივი 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის - ექსკლუზიური რეცეპტი ჟურნალ „გემრიელიას“ ახალი წლის ნომრიდან | Allnews.Ge

ნამდვილი მეგრული საცივი 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის - ექსკლუზიური რეცეპტი ჟურნალ „გემრიელიას“ ახალი წლის ნომრიდან

მთავარ კერძად ქართული საახალწლო სუფრის მშვენებას, საცივს გთავაზობთ, ამჯერად - მეგრულ ვარიანტს. საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა, იგი ბულიონის ბაზაზე მზადდება. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ინდაურის, ასევე ქათმისგან. როგორც წესი, სამეგრელოში ამ რიტუალური კერძს მხოლოდ ხელით ამზადებენ, პროცესი რთული და ხანგრძლივია, ამასთან, საჭიროებს სპეციალურ ინვენტარს, რომელიც შეიძლება შინ არ მოგვეპოვებოდეს. ჩვენ შევეცადეთ, შედარებით გაგვემარტივებინა რეცეპტი და ისე შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. გაითვალისწინეთ, სანელებლები მაინც გემოვნების საკითხია და შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ინდაური - 1 ც
  • ნიგოზი - 1.2-1.5 კგ
  • მიხაკი - 3-4 მარცვალი
  • დარიჩინი - 1 ნატეხი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ქინძი და ოხრახუში - 1 პატარა კონა
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ხმელი ქინძი - 1 სკ
  • უცხო სუნელი - 2 სკ
  • ყვითელი ყვავილი - 1 სკ
  • მარილი, წიწაკა

მომზადების წესები

ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. ქვაბში ასევე მოვათავსოთ ნიორის კბილები, პატარა ბამბის ტოპრაკში ან დოლბანდში გამოკრული მიხაკ-დარიჩინი, ძაფით შეკრული მწვანილი და მთლიანი, გაფცქვნილი ხახვი. ბულიონს ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ამასობაში ნიგოზი 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა და ხელით მოვზილოთ, ზეთი რომ გამოედინება, შევინახოთ ჭურჭელში.

ინდაური ნახევრად უნდა მოიხარშოს, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. ბულიონიდან ამოვიღოთ მოხარშული სანელებლები, წვენი ნელ-ნელა ვასხათ ნიგოზს და თან საცერზე გავქნათ. ბულიონი უნდა იყოს თბილი, დაახლოებით 50 გრადუსი ტემპერატურის. გაქნილი ნიგოზი დარჩენილი ბულიონით გავაზავოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე, შევანელოთ მარილით. შემწვარი ინდაური დავჭრათ, ჩავდოთ ჭურჭელში და დავასხათ საცივის წვენი, გავაცივოთ და ისე მივირთვათ. სუფრაზე მიტანის წინ საცივს ნიგვზის ზეთი მოვასხათ.

myquiz