რა შეზღუდვები წესდება დედაქალაქში გზებზე საახალწლო ღონისძიებების გამო და როგორ იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოგიერთი ხაზის მიმართულება | Allnews.Ge

რა შეზღუდვები წესდება დედაქალაქში გზებზე საახალწლო ღონისძიებების გამო და როგორ იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოგიერთი ხაზის მიმართულება

დე­და­ქა­ლაქ­ში და­გეგ­მი­ლი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო, დღეს, 13:00 სა­ა­თი­დან პირ­ვე­ლი იან­ვრის 06:00 სა­ა­თამ­დე, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხრი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვალ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­ი­ზღუ­დე­ბა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხრი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­თის ხი­ლის ხეს­თან მობ­რუ­ნე­ბა და პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა ზე­თის ხი­ლის ხის შემ­დგომ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხრი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ინაშ­ვი­ლის, მეს­ხი­ას და ლა­ღი­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას იმოძ­რა­ვე­ბენ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის გავ­ლით, ხოლო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, მგზავ­რო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ, რის შემ­დე­გაც, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N59 და N91, რომ­ლე­ბიც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ზე­თის ხი­ლის ხემ­დე, მოძ­რა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და შემ­დეგ იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ დად­გე­ნი­ლი სქე­მით. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, გმირ­თა მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ხი­დი­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის დახ­მა­რე­ბით, სვლას გა­ნაგ­რძო­ბენ კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­დეგ იმოძ­რა­ვე­ბენ დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

N33 ავ­ტო­ბუ­სი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ მოძ­რა­ო­ბი­სას, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ხი­დი­დან, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ნაც­ვლად, მოძ­რა­ო­ბას მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­ნაგ­რძობს და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გა­და­ი­ნაც­ვლებს მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გავ­ლით, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა და შემ­დეგ დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვებს.

myquiz