2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან | Allnews.Ge

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან

გთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გის, რა­მაზ გი­გა­უ­რის მიერ შედ­გე­ნილ 2022 წლის სრულ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს და­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის:

ვერ­ძი

2022 წელს აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და და­დე­ბი­თი გა­მოდ­გეს. ამ პე­რი­ოდ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­უ­ლო­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნო­ბა და მი­ზან­სწრაფ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ პრობ­ლე­მუ­რი კავ­ში­რე­ბი და­ა­ლა­გოთ, ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როთ და ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ (ან და­ას­ტა­ბი­ლუ­როთ მა­ინც). ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბას. გა­ზა­ფხულ­ზე შე­ე­ცა­დეთ ცვლი­ლე­ბე­ბი ფრთხი­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. უპი­რა­ტე­სო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა ნუ ისა­უბ­რებთ. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მეთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ მი­ი­ღეთ. ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა მა­ი­სის ბო­ლო­დან - ივ­ლი­სის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ო­დი. თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად მო­ი­მა­ტებს კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და ტრავ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იყა­ვით და ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ფრთხი­ლად იმოქ­მე­დეთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ბევ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოდ­გე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გო­ნივ­რულ რის­კზე წას­ვლაც. ეს სა­სი­კე­თო დრო იქ­ნე­ბა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, სწავ­ლის­თვის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თვის და მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. ასე­ვე წინ წა­მო­ი­წევს სამ­სა­ხურ­თან, ბიზ­ნეს­თან, ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. წლის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს მი­მარ­თეთ.

კურო

2022 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოდ­გე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პრო­ექ­ტებ­სა ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს და­ი­წყეთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის­თვის საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა, ასე­ვე ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა შე­ე­ცა­დეთ, რომ ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლე­ბი სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ და არ გა­და­ი­ღა­ლოთ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­გე­ცე­მათ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი კავ­ში­რე­ბი, აი­მაღ­ლოთ ცოდ­ნა და და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მე­ებ­ში სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. მა­ი­სის ბო­ლო­დან ზა­ფხუ­ლის ჩათ­ვლით და­ი­წყებთ იმ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას, რომ­ლებ­საც ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გინ­დო­დათ (ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებს ეხე­ბა). ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის შე­ძე­ნის, ფლირ­ტის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ან ქორ­წი­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ შე­საძ­ლო შე­საძ­ლოა გა­აქ­ტი­ურ­დნენ თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი, ფა­რუ­ლი თუ ღია მტრე­ბი. ამი­ტომ წინ­და­ხე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. შე­მოდ­გო­მა უფრო და­დე­ბი­თი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გია და შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. წლის ბო­ლოს შე­ე­ცა­დეთ მო­ე­რი­დოთ და­პი­რის­პი­რე­ბებს და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი და­ას­ტა­ბი­ლუ­როთ.

ტყუ­პე­ბი

დამ­დე­გი წელი თქვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. წლის და­სა­წყის­ში მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და შეძ­ლებთ ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წლის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ხე­ვარ­ში გა­ნა­ვი­თა­როთ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, და­ამ­ყა­როთ სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბი, მო­ძებ­ნოთ ახა­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი ან მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს კა­პი­ტალ­ზე. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი გქონ­დეთ უძ­რავ ან მოძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მთა­ვა­რია, რომ კონ­ცენ­ტრა­ცია მო­ახ­დი­ნოთ ძი­რი­თად მიზ­ნებ­ზე, ასე­ვე სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აირ­ჩი­ოთ. შე­და­რე­ბით მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ გა­ზა­ფხუ­ლის და­სას­რულს, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი­დევ უფრო დი­ნა­მი­კუ­რი გა­მოდ­გე­ბა. გა­აძ­ლი­ე­რეთ მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი. შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში მო­გი­წევთ ძველ საქ­მე­ებს და­უბ­რუნ­დეთ და გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბი ხე­ლახ­ლა გა­ი­ა­როთ ან გა­და­ა­მოწ­მოთ. ეს და­გა­ზღვევთ სა­მო­მავ­ლო შეც­დო­მე­ბის­გან. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ნუ იმოქ­მე­დებთ ქა­ო­ტუ­რად და მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ნუ მი­ი­ღებთ. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და­ეყ­რდე­ნით ოჯა­ხის წევ­რე­ბის და პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვებს. წლის ბო­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბებს და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბებს.

კირჩხი­ბი

2022 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში თქვენ­თვის სა­სი­კე­თო გა­მოდ­გე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარს ეხე­ბა. უმე­ტეს­წი­ლად თქვე­ნი გან­წყო­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ არ­ჩე­ვა­ნი მარ­ტი­ვად გა­ა­კე­თოთ და თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოთ. ეს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროა, ამი­ტომ ნუ იყოყ­მა­ნებთ. იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი. სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა, სწავ­ლის და­წყე­ბა ან გაგ­რძე­ლე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბა და არა­სა­სურ­ვე­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტაც კი. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ იტყვით ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარს. თა­მა­მად ჩა­ერ­თეთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­ში და შეკ­რე­ბებ­ში, იმოგ­ზა­უ­რეთ ან თუნ­დაც და­ას­რუ­ლეთ გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მა­ი­სი­დან უფრო მეტი წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. ზა­ფხულ­ში შე­ე­ცა­დეთ ემო­ცი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თოთ და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბი აღიდ­გი­ნოთ. ამ დროს მო­ე­რი­დეთ მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს. ზა­ფხუ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის გამ­კლა­ვე­ბას შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ხე­ვარ­ში შეძ­ლებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვას, ქორ­წი­ნე­ბა-გან­ქორ­წი­ნე­ბას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან მემ­კვიდ­რე­ო­ბის თე­მებს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლას ან უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას, ასე­ვე სწავ­ლას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს. წლის ბო­ლოს შე­საძ­ლოა ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იც­ნოთ ან ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვა გა­გიჩ­ნდეთ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz