რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი ოჯახი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი ოჯახი

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანადებობაზე შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს.

„ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის: სიღნაღში, მემკვიდრეობით გადაცემული 10000 კვ.მ, ასევე 2060 კვ.მ, 200001 კვ.მ და 1720 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი. ასევე სიღნაღში 100001 კვ.მ მიწის ნაკვეთი (2011 წლიდან ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო, 2020 წელს კუთვნილი წილი გაიმიჯნა და დარეგისტრირდა საკუთრებად).

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაშია მემკვიდრეობით გადაცემული 9999 კვ.მ და 9840 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი სიღნაღში.

დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილის სახელზეა 114,6 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 68 640 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ასევე, 17,6 კვ.მ და 18 კვ.მ ფართობის 2 ავტოფარეხი, ღირებულება ჯამში - 5000 აშშ დოლარი.

პარლამენტის საკუთრებაშია 2 ავტომობილიც, Hyundai Tucson და Nissan Xterr, რომელშიც ჯამში 32 ათას აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, შალვა პაპუაშვილის ცოლის საკუთრებაშია: საცხოვრებელი სახლი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 140 კვ.მ სახლი და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი. განაგრძეთ კითხვა