რატომ გვიყვარს ყავა და მწარე შოკოლადი | Allnews.Ge

რატომ გვიყვარს ყავა და მწარე შოკოლადი

როგორც აშშ-ს მკვლევარებმა დაადგინეს, ყავის მოყვარულები, რომლებიც გენეტიკური თავისებურებების გამო სწრაფად ითვისებენ კოფეინს,ჩვეულებრივ უპირატესობას ანიშებენ მწარე შავ ყავას რძის ან ნაღების გარეშე.

იგივე გენეტიკური ვარიანტი აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მწარე შოკოლადს ანიჭებენ უპირატესობას ტკბილ რძიან შოკოლადს. ეს დაკავშირებულია არა იმასთან, რომ ამ ადამიანებს მწარე შოკოლადის გემო უფრო მოსწონს, არამედ ამ გემოსთან ასოცირდება მათთვის სიმხნევე, ნათელი გონება, რასაც მოელიან კოფეინისგან.

ამ გენის მატარებლები სხვებზე სწრაფად ითვისებენ კოფეინს, ამიტომ მისი მასტიმულირებელი ეფექტი ასევე სწრაფად ქრება. შესაბამისად, სჭირდებათ მეტი მაგარი ყავა. მკვლევარების აზრით ეს ადამიანები ქვეცნობიერად უკავშირებენ ყავის ბუნებრივ მწარე გემოს ფსიქომასტიმულირებელ ეფექტს. ეს ურთიერკავშირი ასევე ეხება მაგარ შავ ჩაის, რომელსაც დაჰკრავს მწარე გემო და შეიცავს კოფეინს მაღალ პროცენტობით

myquiz