ბექჰემების საშობაო ფოტო, რომელმაც ინტერნეტსაზოგადოება ძალიან გაახალისა
2021 წლის მიწურულს, დევიდ ბექჰემმა ფანები თავისი საშობაო ფოტოთი გაახალისა, რომელზეც ის, კამერის წინ ოჯახთან ერთად, თითის წვერებზე აწეული პოზირებს. ფოტო მისი მეუღლის, ვიქტორია ბექჰემის "ინსტაგრამზე" დაიდო. 46 წლის ფეხბურთის ვარსკვლავი თავისზე მაღალი ვაჟის, რომეოს გვერდით, ალბათ, თავს ზედმეტად მომცროდ გრძნობდა და ამიტომ გადაწყვიტა ცოტა უფრო მაღლად მოეჩვენებინა თავი.
კომენტარების სექციაში ერთ-ერთმა ფანმა ხუმრობით იკითხა: "დევიდ, შენი ვაჟის სიმაღლის ხომ არ გშურს?"
ერთ-ერთმა დაკვირვებულმა ფანმა ისიც კი შენიშნა, რომ თავად რომეოც ფეხის წვერებზე დგას.
ფოტოზე მთელი ოჯახი ელეგანტურად გამოიყურება: 47 წლის ვიქტორია, 22 წლის ბრუკლინი, 16 წლის კრუზი და 10 წლის ჰარპერი. ვიქტორია გრძელ მწვანე საღამოს კაბაშია გამოწყობილი, ბიჭებსა და დევიდს კი ერთნაირი შავი კოსტიუმები აცვიათ. ვიქტორიამ ფოტოს წარწერა დაურთო: "შობის კოცნები ბექჰემებისგან".